ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კიდევ ათი პუნქტია, საიდანაც საჭიროა ჰუმანიტარული ევაკუაცია - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კიდევ 10 პუნქტია, სადაც საჭიროა ჰუმანიტარული ევაკუაციის ჩატარება, ისე როგორც ეს ოლეშკის შემთხვევაში მოხდა. ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„გვქონდა მოხსენება ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციისა და მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ევაკუირებული ჩვენი მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის შესახებ. უკრაინამ შესთავაზა კიდევ 10 ადგილი ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც საჭიროებენ მსგავს ჰუმანიტარულ ოპერაციას“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინული მხარე ამ საკითხს ამერიკელ შუამავლებთან განიხილავს.

✕