1795121106
პუტინი: რას ამბობენ იქ ევროპაზე თავდასხმების შესახებ? ყველას ხომ ესმის, რომ ჩვენ არ ვესწრაფვით ომს ევროპასთან, რა სისულელეა?
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს ევროპასთან დაპირისპირების სურვილი არ აქვს და მსგავს განცხადებებს უსაფუძვლო უწოდა.
„რას ამბობენ იქ ევროპაზე თავდასხმების შესახებ? ყველას ხომ ესმის, რომ ჩვენ არ ვესწრაფვით ომს ევროპასთან, რა სისულელეა?“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე ისაუბრა ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ვითარების სრულფასოვანი ნორმალიზებისთვის შესაძლოა პოლიტიკური ცვლილებები გახდეს საჭირო.
„მე ზოგჯერ მგონია, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილების გარეშე, ალბათ, შეუძლებელი იქნება რამის გაკეთება ურთიერთობების სრულფასოვანი ნორმალიზებისთვის“, - აღნიშნა მან.
ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი ხედავს განსხვავებულ განწყობებს ევროპულ საზოგადოებებში.
„ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყნებში, ევროპულ ქვეყნებში, ადამიანებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ სურთ იმ გეგმების განხორციელება, რომელთა შესახებაც ახლა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საუბრობენ. არ სურთ მილიტარიზაცია, არ სურთ არანაირი ომები, მით უმეტეს რუსეთთან“, - დასძინა მან.











