ნატა გაუგა

საზოგადოება 1779562243

„არაფერია იმაზე სევდიანი, როცა სასწორი ერთსა და იმავე ციფრს აჩვენებს“ - რატომ არ იკლებთ წონა მაშინაც კი, როცა „ყველაფერს სწორად აკეთებთ“

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს, სადაც წონის კლების შესახებ წერს და რჩევებს გვიზიარებს.„რატომ არ იკლებს წონა მაშინაც კი, როცა „ყველაფერს სწორად აკეთებ“ არაფერია იმაზე სევდიანი, როცა იტანჯები შიმშილით, არ ტოვებ ვარჯიშს, სასწორი კი ჯიუტად ერთსა და იმავე ციფრს აჩვენებს. ნაცნობია? ხანდახან ადამიანი აკეთებს ყველაფერს „სწორად“ - და მაინც შედეგი არ არის: ცოტას ჭამს ბევრს მოძრაობს მაგრამ წონა არ იკლებს ან მალევე ბრუნდება უკან. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ: პრობლემა ხშირად ნებისყოფა არ არის. ორგანიზმი არ არის მარტივი კალკულატორი, ის ღია, რთული, სისტემაა.1. პრობლემა არ არის „რამდენს ჭამ“ - არამედ როგორ რეაგირებს სხეული ხშირი წარმოდგენაა: „რაც ნაკლებს ვჭამ, მით უფრო სწრაფად დავიკლებ.“ მაგრამ სხეული ასე არ მუშაობს. თუ დეფიციტი ძალიან მკაცრია, ორგანიზმი რთავს ადაპტაციურ თერმოგენეზს (ეკონომ რეჟიმს): მცირდება ბაზალური ენერგიის ხარჯვა (ორგანიზმი ზოგავს ენერგიას თმის, ფრჩხილების, სითბოს რეგულაციის ხარჯზე). იზრდება შიმშილის სიგნალები და ჩნდება კომპენსაციის ეფექტი. შედეგი: წონა გაყინულია ან იწყება კილოგრამების უკან დაბრუნება.2. თეფშის სტრუქტურა - არა დიეტა, არამედ ბიოლოგიური სტაბილიზაცია წონის კლება პირველ რიგში ჰორმონალური ბალანსია და არა კალორიების დევნა. თეფშის მარტივი მოდელი: 1/2 ბოსტნეული | 1/4 ცილა | 1/4 რთული ნახშირწყლები ეს არ არის უბრალოდ „მენიუ“. ეს არის ინსტრუმენტი, რათა გლუკოზის დონე იყოს სტაბილური, თავიდან ავირიდოთ ინსულინის მკვეთრი ნახტომები და დანაყრების სიგნალი ტვინამდე დროულად მივიდეს.3. წონის კლებისთვის არ არის აუცილებელი სპორტული დარბაზი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა ფიქრი, რომ შედეგს მხოლოდ ინტენსიური ვარჯიში განსაზღვრავს. რეალურად, ბევრად მნიშვნელოვანია NEAT (ყოველდღიური ფონური აქტივობა): ყოველდღიური სიარული, კიბეზე ასვლა და მცირე, მაგრამ მუდმივი მოძრაობა დღის განმავლობაში. ხშირად ეს ფონური აქტივობა ბევრად უფრო ეფექტურია მეტაბოლიზმისთვის, ვიდრე კვირაში ორჯერ იძულებითი, “მძიმე” ვარჯიში.4. ძილი და სტრესი - ფარული ჰორმონალური კონტროლი აქ არის წერტილი, სადაც ბევრი აგებს ბრძოლას. როცა ძილი ირღვევა ან ადამიანი ქრონიკულ სტრესშია (თუნდაც მუდმივი დიეტის გამო), იზრდება კორტიზოლის დონე. კორტიზოლი კი: ამუხრუჭებს ლიპოლიზს (ცხიმის დაშლას). ორგანიზმს აიძულებს შეინახოს რეზერვები მუცლის არეში. მკვეთრად ზრდის სწრაფი ენერგიის (ტკბილი) მოთხოვნას. ზოგჯერ პრობლემა იწყება არა თეფშიდან, არამედ ძილის რეჟიმიდან და ნერვული სისტემის გადაღლიდან. 5. როცა ყველაფერი „სწორია“, მაგრამ შედეგი მაინც არ არის. თუ ქცევა იდეალურია, მაგრამ სხეული მაინც არ რეაგირებს, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ლაბორატორიული შემოწმება:ფარისებრი ჯირკვალი (TSH, fT4 — ხშირად პრობლემა „ოპტიმალურ“ და არა მხოლოდ ლაბორატორიულ ნორმებშია). ნახშირწყლოვანი ცვლა (გლუკოზა / HbA1c / ინსულინრეზისტენტობა). ლიპიდური პროფილი და ღვიძლის ფუნქციური მარკერები. მიზანი: არა კიდევ ერთი მკაცრი დიეტა - არამედ რეალური მიზეზის პოვნა.წონის კორექცია არ არის ბრძოლა საკუთარ თავთან ან სხეულის დასჯა შიმშილით. ეს არის მისი ბიოლოგიური წესების სწორად წაკითხვა. როცა წესები სწორად იკითხება - სხეული იწყებს თანამშრომლობას და არა წინააღმდეგობას“, - წერს ნატა გაგუა.

ნატა გაგუა

საზოგადოება 1779486084

არაფერია იმაზე სევდიანი, როცა იტანჯები შიმშილით, არ ტოვებ ვარჯიშს, სასწორი კი ჯიუტად ერთსა და იმავე ციფრს აჩვენებს - ნატა გაგუას საინტერესო რჩევა

„ხანდახან ადამიანი აკეთებს ყველაფერს „სწორად“ — ცოტას ჭამს, ბევრს მოძრაობს, მაგრამ წონა არ იკლებს ან მალევე ბრუნდება უკან,“ — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი-დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა წერს.სპეციალისტი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ პრობლემაზე საუბრობს და განმარტავს, რომ წონის კორექცია მხოლოდ კალორიების შემცირება ან საკუთარი თავის შიმშილით დასჯა არ არის.მისი თქმით, ხშირად ორგანიზმი სხვადასხვა ბიოლოგიური და ჰორმონული ფაქტორის გამო იმ რეჟიმში მუშაობს, რომელიც წონის კლებას აფერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ჯანსაღად იკვებება და ფიზიკურად აქტიურია.ნატა გაგუა აღნიშნავს, რომ წონის მართვა საკუთარ თავთან ბრძოლას არ ნიშნავს. როგორც დიეტოლოგი განმარტავს, მთავარი ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების სწორად გააზრებაა.„წონის კორექცია არ არის ბრძოლა საკუთარ თავთან ან სხეულის დასჯა შიმშილით — ეს არის მისი ბიოლოგიური წესების სწორად წაკითხვა. როცა ეს წესები სწორად იკითხება, სხეული იწყებს თანამშრომლობას და არა წინააღმდეგობას,“ — წერს ნატა გაგუა.სპეციალისტის თქმით, სწორედ ამიტომ, შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა, სწორი კვების რეჟიმი, ძილის ხარისხი, ჰორმონული ბალანსი და სტრესის მართვაც.„რატომ არ იკლებს წონა მაშინაც კი, როცა „ყველაფერს სწორად აკეთებ“არაფერია იმაზე სევდიანი, როცა იტანჯები შიმშილით, არ ტოვებ ვარჯიშს, სასწორი კი ჯიუტად ერთსა და იმავე ციფრს აჩვენებს. ნაცნობია?ხანდახან ადამიანი აკეთებს ყველაფერს „სწორად“ - და მაინც შედეგი არ არის:   ცოტას ჭამს,  ბევრს მოძრაობს, მაგრამ წონა არ იკლებს ან მალევე ბრუნდება უკან.პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ: პრობლემა ხშირად ნებისყოფა არ არის. ორგანიზმი არ არის მარტივი კალკულატორი, ის ღია, რთული, სისტემაა.1. პრობლემა არ არის „რამდენს ჭამ“ - არამედ როგორ რეაგირებს სხეული ხშირი წარმოდგენაა: „რაც ნაკლებს ვჭამ, მით უფრო სწრაფად დავიკლებ.“ მაგრამ სხეული ასე არ მუშაობს. თუ დეფიციტი ძალიან მკაცრია, ორგანიზმი რთავს ადაპტაციურ თერმოგენეზს (ეკონომ რეჟიმს):მცირდება ბაზალური ენერგიის ხარჯვა (ორგანიზმი ზოგავს ენერგიას თმის, ფრჩხილების, სითბოს რეგულაციის ხარჯზე).იზრდება შიმშილის სიგნალები და ჩნდება კომპენსაციის ეფექტი.შედეგი: წონა გაყინულია ან იწყება კილოგრამების უკან დაბრუნება.2. თეფშის სტრუქტურა - არა დიეტა, არამედ ბიოლოგიური სტაბილიზაციაწონის კლება პირველ რიგში ჰორმონალური ბალანსია და არა კალორიების დევნა. თეფშის მარტივი მოდელი: 1/2 ბოსტნეული | 1/4 ცილა | 1/4 რთული ნახშირწყლებიეს არ არის უბრალოდ „მენიუ“. ეს არის ინსტრუმენტი, რათა გლუკოზის დონე იყოს სტაბილური, თავიდან ავირიდოთ ინსულინის მკვეთრი ნახტომები და დანაყრების სიგნალი ტვინამდე დროულად მივიდეს.3. წონის კლებისთვის არ არის აუცილებელი სპორტული დარბაზიერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა ფიქრი, რომ შედეგს მხოლოდ ინტენსიური ვარჯიში განსაზღვრავს. რეალურად, ბევრად მნიშვნელოვანია NEAT (ყოველდღიური ფონური აქტივობა): ყოველდღიური სიარული, კიბეზე ასვლა და მცირე, მაგრამ მუდმივი მოძრაობა დღის განმავლობაში.  ხშირად ეს ფონური აქტივობა ბევრად უფრო ეფექტურია მეტაბოლიზმისთვის, ვიდრე კვირაში ორჯერ იძულებითი, “მძიმე” ვარჯიში.4. ძილი და სტრესი - ფარული ჰორმონალური კონტროლიაქ არის წერტილი, სადაც ბევრი აგებს ბრძოლას. როცა ძილი ირღვევა ან ადამიანი ქრონიკულ სტრესშია (თუნდაც მუდმივი დიეტის გამო), იზრდება კორტიზოლის დონე. კორტიზოლი კი:ამუხრუჭებს ლიპოლიზს (ცხიმის დაშლას).ორგანიზმს აიძულებს შეინახოს რეზერვები მუცლის არეში.მკვეთრად ზრდის სწრაფი ენერგიის (ტკბილი) მოთხოვნას.ზოგჯერ პრობლემა იწყება არა თეფშიდან, არამედ ძილის რეჟიმიდან და ნერვული სისტემის გადაღლიდან.5. როცა ყველაფერი „სწორია“, მაგრამ შედეგი მაინც არ არის.თუ ქცევა იდეალურია, მაგრამ სხეული მაინც არ რეაგირებს, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ლაბორატორიული შემოწმება:ფარისებრი ჯირკვალი (TSH, fT4 — ხშირად პრობლემა „ოპტიმალურ“ და არა მხოლოდ ლაბორატორიულ ნორმებშია).ნახშირწყლოვანი ცვლა (გლუკოზა / HbA1c / ინსულინრეზისტენტობა).ლიპიდური პროფილი და ღვიძლის ფუნქციური მარკერები.მიზანი: არა კიდევ ერთი მკაცრი დიეტა - არამედ რეალური მიზეზის პოვნა.წონის კორექცია არ არის ბრძოლა საკუთარ თავთან ან სხეულის დასჯა შიმშილით. ეს არის მისი ბიოლოგიური წესების სწორად წაკითხვა. როცა წესები სწორად იკითხება - სხეული იწყებს თანამშრომლობას და არა წინააღმდეგობას.

ჯანსაღი კვება

საზოგადოება 1779291246

„განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ გოგონების მშობლებს“ - ექიმი მშობლებსა და ახალგაზრდებს აფრთხილებს

მოზარდებში წონასთან დაკავშირებული კომპლექსები და მკაცრი დიეტების მცდელობა სულ უფრო ხშირია. ექიმი მარი მალაზონია მშობლებსა და ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ შიმშილობა და დაუბალანსებელი კვება ორგანიზმისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.ექიმის განმარტებით, დიეტა არ ნიშნავს შიმშილს ან მკვეთრ შეზღუდვას — ეს არის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების წესის შესაბამისი, სწორად დაბალანსებული კვება.„არ არსებობს ყველასთვის მისაღები უნივერსალური დიეტა. მოზარდები განსაკუთრებული კვების ჯგუფს მიეკუთვნებიან და მათ ორგანიზმს სპეციფიკური მოთხოვნილებები აქვს. ამიტომ კვების რომელიმე მოდელის ბრმად გაზიარება შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო აღმოჩნდეს“, — ამბობს მარი მალაზონია.მისივე თქმით, წონაში სწრაფი კლება და შიმშილი ორგანიზმისთვის სტრესია, რაც შემდგომში მეტაბოლურ დარღვევებსა და წონის კიდევ უფრო სწრაფ მატებას იწვევს.ექიმი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოზარდ გოგონებზე და ამბობს, რომ ე.წ. „დიეტის“ უკან ხშირად შესაძლოა კვებითი აშლილობები — ანორექსია ან ბულიმია იმალებოდეს.„ასეთ დროს სპეციალისტის დახმარება აუცილებელია. პრობლემის უგულებელყოფამ შესაძლოა მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს მოზარდი“, — აღნიშნავს ის.მარი მალაზონია მოზარდებში ყავისა და ენერგეტიკული სასმელების ჭარბ მოხმარებასაც სახიფათოდ მიიჩნევს. მისი თქმით, ორგანიზმის ტონუსისთვის საუკეთესო გამოსავალი სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური აქტივობა და დაბალანსებული კვებაა.ექიმი ასევე განმარტავს, რომ გარდატეხის ასაკში წონის მცირე ცვლილებები ყოველთვის არ არის არასწორი კვების შედეგი და ხშირად ჰორმონულ პროცესებთანაა დაკავშირებული. თუმცა საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგიური კვლევებიც.მისივე თქმით, როგორც ჭარბი წონა, ისე წონის დეფიციტი მოზარდის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს.„არასრულფასოვანი კვება ასუსტებს იმუნიტეტს, აფერხებს ზრდა-განვითარებას და ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლას ურთულებს“, — ამბობს ექიმი.მარი მალაზონია მოზარდებსა და მშობლებს ურჩევს, ყურადღება გაამახვილონ არა მკაცრ დიეტებზე, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესზე — წყლის საკმარის მიღებაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, დაბალანსებულ კვებასა და სწორი რეჟიმის დაცვაზე. წყარო

ნატა გაგუა

საზოგადოება 1777053015

რამდენ ხანს შეიძლება 18-საათიანი დიეტის დაცვა - ნატა გაგუას რეკომენდაცია

ბოლო დროს 18-საათიანი დიეტა ჩვენში ერთგვარად ტრენდული გახდა. ადამიანები მისი დახმარებით ცდილობენ, წონაში დაიკლონ. როდესაც ამ დიეტას ვირჩევთ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე - აღნიშნულ საკითხზე ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა „გემრიელია.ჯის“ ესაუბრა.„თუ 18-სა­ა­თი­ა­ნი დი­ე­ტა და­ი­ცა­ვით და 21 დღის შემ­დეგ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად არ გრძნობთ, თავი გტკი­ვათ, დის­კომ­ფორ­ტი გაქვთ და შე­გა­წუ­ხათ კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მებ­მა, მა­შინ 18-სა­ა­თი­ა­ნი გან­ტვირ­თვა თქვე­ნი არ არის და 16-სა­ა­თი­ან­ზე უნდა გა­დახ­ვი­დეთ და და­აკ­ვირ­დეთ. თუ შემ­დე­გი 21 დღე 16-სა­ა­თი­ა­ნი უზმო ინ­ტერ­ვა­ლი კომ­ფორ­ტუ­ლია, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა, ეს მო­დე­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წე­სად აქ­ცი­ოთ, ოღონდ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იმ 6 ან 8 სა­ათ­ში ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბით.ხოლო თუ 16-სა­ა­თი­ა­ნიც გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მა­შინ 12 სა­ა­თი უზმო ინ­ტერ­ვა­ლი სცა­დეთ. ეს არის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ნორ­მა. ამან შე­იძ­ლე­ბა წონა არ და­გაკ­ლე­ბი­ნოთ, მაგ­რამ 12-14-სა­ა­თი­ა­ნი ღა­მის ინ­ტერ­ვა­ლი, ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა. 18-სა­ა­თი­ა­ნი გან­ტვირ­თვა კი და­უშ­ვე­ბე­ლია მა­გა­ლი­თად, მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლე­ბის­თვის, ორ­სუ­ლე­ბის­თვის, კუ­ჭის წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­თათ­ვის. თუ მა­ინც და­ი­ცავთ, თქვე­ნი მკურ­ნა­ლი ექი­მი საქ­მის კურ­სში უნდა იყოს. განაგრძეთ კითხვა...

კვება

საზოგადოება 1776964480

კვების რაციონი, რომელიც ქალებში ყველა სახეობის ინსულტის რისკს ამცირებს

ხმელთაშუა ზღვის დიეტის დაცვა ქალებში ყველა სახეობის ინსულტის რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული. ეს არის დასკვნა, რომელიც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიტანა. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Neurology Open Access (NOA)-ში.ხმელთაშუა ზღვის დიეტა გულისხმობს ბოსტნეულის, ხილის, პარკოსნების, მარცვლეულის, თევზის და მცენარეული ცხიმების - ძირითადად ზეითუნის ზეთის - მაღალ მოხმარებას, ამავდროულად ზღუდავს წითელ ხორცს, რძის პროდუქტებს და ნაჯერ ცხიმებს.კვლევაში მონაწილეობდა 105,614 ქალი, რომელთა საშუალო ასაკი 53 წელი იყო და რომლებსაც კვლევაში ჩართვის დროს ინსულტი არ ჰქონდათ გადატანილი.მონაწილეებმა შეავსეს კვების რაციონთან დაკავშირებული კითხვარები და შემდეგ მათ ხმელთაშუა ზღვის დიეტის დაცვის მიხედვით 0-დან 9-მდე ქულა მიენიჭათ.ქალების დაახლოებით 30% იმ ჯგუფში იყო, სადაც დიეტის დაცვა ყველაზე მაღალი იყო, ხოლო 13% - ყველაზე დაბალი.კვლევა საშუალოდ 21 წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში დაფიქსირდა 4,083 ინსულტი, რომელთაგან 3,358 იყო იშემიური (სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული) და 725 ჰემორაგიული (ტვინში სისხლდენით გამოწვეული).რისკ-ფაქტორების - მოწევის, ფიზიკური აქტივობისა და არტერიული წნევის გათვალისწინებით, ქალებს, რომლებიც ყველაზე მეტად იცავდნენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ჰქონდათ ინსულტის საერთო რისკი 18%-ით დაბალი. იშემიური ინსულტის რისკი მათთან 16%-ით დაბალი იყო, ხოლო ჰემორაგიული ინსულტის - 25%-ით.მკვლევარებმა ხაზი გაუსვეს, რომ ინსულტი კვლავ სიკვდილისა და ინვალიდობის წამყვანი მიზეზია და კვების რაციონის მოდიფიკაციები შეიძლება იყოს რისკის შემცირების ხელმისაწვდომი გზა. განაგრძეთ კითხვა...

ექიმი

საზოგადოება 1776890428

თუ ბავშვებში ამ სიმპტომებს აღმოაჩენთ, უნდა იფიქროთ ფსიქიატრთან მისვლაზე

ექსპერტები ირწმუნებიან: თუ ბავშვობაში ყველა პრობლემა სპეციალისტთან იქნება დამუშავებული, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბევრი სირთულის თავიდან აცილება მოხერხდება ზრდასრულ ასაკში.ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომელ სპეციალისტთან ღირს ბავშვის მიყვანა.23 განგაშის სიგნალი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთთუ თქვენ აღმოაჩენთ სიმპტომებს, რომლებიც თქვენს შვილს აქვს ამ სიაში, უნდა იფიქროთ ფსიქიატრთან მისვლაზე.1. ბავშვი ჩამორჩება თანატოლებს გონებრივ და მეტყველების განვითარებაში.2. აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები (დაქვეითებული მეხსიერება, ან ყურადღება). ხშირად გონებაგაფანტულია და ვერ ახერხებს კონცენტრირებას.3. ბავშვი ძალიან სწრაფად იღლება.4. ვერ იძინებს ან ხშირად იღვიძებს.5. ბავშვი უკიდურესად მოუსვენარია.6. ბავშვშს ხშირად ამჩნევთ დაქვეითებულ განწყობას, ცხოვრების ხალისის ნაკლებობას.7. ბავშვი გახდა მოწყენილი, არ იჩენს ინტერესს იმ საგნების მიმართ, რაც მანამდე სიამოვნებას ანიჭებდა. ის ეძებს მარტოობას, არ სურს ვინმესთან ურთიერთობა.8. ბავშვი ნაკლებად აქტიური გახდა. აღინიშნება პასიურობა, რომელიც აქამდე არ იყო.9. ბავშვი ან მოზარდი შეპყრობილია წონის პრობლემით, მიმართავს სხვადასხვა დიეტას, ზრდის ფიზიკურ აქტივობას, საკუთარ თავს სარკეში უყურებს, თავს მსუქანს უწოდებს და ა.შ.10. შეამჩნევთ, რომ ბავშვი იმატებს წონაში, შეწყვიტა ჭამა საერთო მაგიდასთან, ჭამს თავის ოთახში, ღამით, იღებს საფაღარათო საშუალებებს, იწვევს ღებინებას.11. ბავშვს აქვს მუდმივი ან განმეორებადი შიში (ფობია) – მას ეშინია გარკვეული საგნების, სიტუაციების.12. ბავშვს ეშინია სიკვდილის და ასევე ეშინია, რომ ვინმემ ზიანი არ მიაყენოს მას.13. გაზრდილ ყურადღებას აქცევს თავის ჯანმრთელობას, ეშინია მძიმე დაავადებით არ დაავადდეს ან შიშობს, რომ უკვე აწუხებს რაიმე სახის დაავადება.14. თქვენს შვილს ამჩნევთ ფიზიკურ სისასტიკეს სხვა ადამიანების ან ცხოველების მიმართ.15. ბავშვს აქვს აგრესიის, ბრაზის, გაღიზიანების აფეთქებები.16. ბავშვს ტანტრუმები (ისტერიკები) აქვს.17. ბავშვი არ იცავს (ან საკმარისად არ ესმის) საზოგადოებაში ქცევის წესებს.18. განიცდის დიდ შფოთვას უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას.19. ბავშვი აკეთებს უნებლიე უეცარ მოძრაობებს ან ყვირის სიტყვებს ან ბგერებს (თავს ვერ აკონტროლებს).20. ასრულებს განმეორებით მოქმედებებს. ბავშვს უჩნდება აკვიატებული აზრები ამა თუ იმ მოქმედების გასაკეთებლად.21. ბავშვი ფრჩხილებს იკვნეტს, თმას იჩეჩავს.22. ბავშვს აქვს შიშის ან პანიკის აუხსნელი შეტევები.23. ბავშვი განიცდის შფოთვას (აუხსნელი შიში იმისა, რომ რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს, მძიმე წინათგრძნობა).წყარო

კვება

საზოგადოება 1776365145

10 საუკეთესო საკვები ღვიძლის აღდგენისთვის

ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე „შრომისმოყვარე" ორგანოა: ის ფილტრავს ტოქსინებს, ამუშავებს ცხიმებს და აგროვებს ვიტამინებს.ღვიძლს შეუძლია აღდგენა, თუ მას სათანადო კვებით უზრუნველყოფთ. პუბლიკაციის თანახმად, ეს არ საჭიროებს მკაცრ დეტოქსიკაციას - საკმარისია დიეტაში ჯანსაღი საკვების ჩართვა.სასარგებლო საკვები ღვძლისთვის:ნიორი – ააქტიურებს ფერმენტებს და ხელს უწყობს ტოქსინების მოცილებას.ჭარხალი – ხელს უწყობს ცხიმების დამუშავებას და ამცირებს ანთებას.კურკუმა - ასტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას და იცავს ღვიძლის უჯრედებს.ციტრუსის ხილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ხელს უწყობს დეტოქსიკაციას.ბროკოლი, კომბოსტო – ზრდის გამწმენდი ფერმენტების გამომუშავებას.მწვანე ჩაი – ამცირებს ღვიძლში ცხიმის დაგროვებას.ავოკადო - ხელს უწყობს გლუტათიონის გამომუშავებას, მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.თხილი - ამცირებს ანთებას და ხელს უწყობს წმენდას.არტიშოკი – აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

15 საკვები

საზოგადოება 1776025362

რომელი საკვები ნივთიერებები ანელებს ტვინის დაბერებას - კვლევა

იმაში უკეთ გარკვევა თუ როგორ ვბერდებით, დიდხანს სიცოცხლესა და სიბერეში ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. და, აი, ახლა მეცნიერებმა საკვები ნივთიერებები ტვინის დაბერების სიჩქარესთან დააკავშირეს.ილინოისისა და ნებრასკას უნივერსიტეტების მკვლევრებმა 65-67 წლის 100 ადამიანის თავის ტვინის სკანირების შედეგები მიღებულ საკვებ ნივთიერებებს შეადარეს. მკვლევრები ტვინის დაბერებასა და საკვებ ნივთიერებებს შორის კავშირს ეძებდნენ.მათ ტვინის დაბერების ორი განსხვავებული ტიპი გამოავლინეს. ნელი დაბერება ხმელთაშუაზღვიური რაციონის მსგავს საკვებთან დაკავშირებული აღმოჩნდა. ამ დიეტაზე წინა კვლევებმაც აჩვენა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენი სხეულისთვის."ჩვენ კონკრეტული საკვები ბიომარკერები შევისწავლეთ, მაგალითად, ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ეს იმ კვლევებთანაა თანხვედრაში, რომლებიც ხმელთაშუაზღვიური რაციონის დადებით ეფექტებზე უთითებს", — ამბობს ლინკოლნის უნივერსიტეტის მეცნიერი, არონ ბარბი.მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერები მხოლოდ კვლევის მონაწილეების სიტყვებზე არ იყვნენ დამოკიდებული. მათ სისხლის ნიმუშები აიღეს და საკვების ბიომარკერებს შეადარეს. ამით ზუსტად განისაზღვრა ის, თუ რას ჭამდნენ და სვამდნენ ხანშიშესული პირები.ისეთი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც თევზსა და ზეითუნის ზეთში შედის ცალსახად დადებით როლს ასრულებდა. ასევე სასარგებლო იყო ანტიოქსიდანტები, რომლებიც ისპანახსა და ნუშში გვხვდება. სასარგებლო იყო კაროტინოიდებიც, რომლებიც სტაფილოსა და გოგრაში არსებული მცენარეული პიგმენტებია. ტვინის ნელა დაბერებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასარგებლო ბიომარკერი აღმოჩნდა, ესაა ქოლინი, რომელიც დიდი ოდენობით კვერცხის გულში, ორგანულ ხორცში და ნედლ სოიაში გვხვდება.მკვლევრებმა ტვინის დაბერების განსაზღვრა მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებებითა და კოგნიტიური შესაძლებლობების შეფასებებით მოახდინეს."ამით ჩვენ უფრო მეტი გავიგეთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს საკვები ტვინის დაბერებაზე", — აღნიშნეს მკვლევრებმა.წყარო

ზოდიაქოს ნიშნები

ასტროლოგია 1775848891

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძინუ განმარტოვდებით, პირიქით, შეეცადეთ, სასწრაფოდ შეცვალოთ მოსაწყენი სიტუაცია და მოიფიქროთ რაიმე ახალი. გაიხსენეთ თქვენი მისწრაფებები.კუროთქვენს ცხოვრებაში სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა, სიფრთხილითა და ყურადღებით მოეკიდეთ ყოველ წვრილმანს და ენდეთ საკუთარ ინტუიციას.ტყუპებიფინანსურად დიდი მოგების ალბათობაა, შესაძლოა, დამატებით ახალი შემოსავლის წყაროც გამოგიჩნდეთ. ასევე, არის ალბათობა, გამოჩნდეს ისეთი საქმე, რომელიც სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაამყარებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას.კირჩხიბიდიდი სიამოვნებით აიღებთ საკუთარ თავზე საკმაოდ რთულ სამუშაოს, რაც კარგ სამსახურს გაგიწევთ კარიერული წინსვლის გზაზე.ლომიკარგი იქნება, დიეტას თუ დაიწყებთ, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესსაც თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ, ეს ახლა ძალიან სასარგებლო და ეფექტური იქნება.ქალწულისიფრთხილე და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ გზებზე და სიმაღლესთან იყავით ფრთხილად.სასწორიშესაძლოა, დღეს, ეჭვებმა შეგიპყროთ, თავი ხელში აიყვანეთ და გონივრულად იმოქმედეთ, რათა სერიოზული პრობლემა არ შექმნათ პარტნიორულ ურთიერთობებში.მორიელინუ იმოქმედებთ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, სჯობს, იყოთ გულწრფელი და თქვათ სიმართლე. თქვენ ეს შეგიძლიათ.მშვილდოსანიკარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იყავით გაბედული და შეუპოვარი, შედეგად წარმატება აუცილებლად მოვა.თხის რქამოიძიეთ ახალი ნაცნობები, იყავით გულისხმიერი და მომთმენი განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ენდეთ საკუთარ ინტუიციას.მერწყულიშესაძლოა, გარკვეული ფინანსური ოპერაციები ისე ვერ განახორციელოთ, როგორც თქვენ გსურდათ. მთავარია, სწორად გაწეროთ სამომავლო ქმედებები.თევზებინუ შეგაშინებთ სიახლეები და ექსპერიმენტები, ახლა თქვენი ემოციური ბალანსი სასიკეთოდ აისახება ნებისმიერ საქმიანობაზე და თქვენს ცხოვრებაზე ზოგადად.

ბავშვი

საზოგადოება 1775761694

„ეს არის სხეულის სიგნალი, რომელსაც თუ დროულად არ მოვუსმენთ, ჩუმად გადაიქცევა დიდ პრობლემად“ - ექიმი ბავშვებში გავრცელებულ პრობლემაზე საუბრობს

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს, სადაც ბავშვებში ყაზბობის გამომწვევ მიზეზებსა და მოგვარების გზებზე საუბრობს:„თქვენი თხოვნების შესრულებას ვაგრძელებ ძვირფასებორა ითვლება ყაბზობად ბავშვთა ასაკში???ნაწლავთა მოქმედება დღეში 1-2-ჯერ-იდეალური სიხშირეა,მაგრამ დღეში 3-დან, კვირაში 2–3-ჯერამდე ესეც შეიძლება ნორმა იყოს, თუ:დეფეკაცია არ არის მტკივნეულიგანავალი არ არის ძალიან გამკვრივებულიბავშვი არ იკავებს ტკივილითმუცელი არ სტკივა...ყაბზობის კლინიკური სურათია თუ ნაწლავთა მოქმედება ნაკლებია კვირაში 2-ზეან უფრო ხშირადაა,მაგრამ ხდება-ტკივილით- გაძნელებით-შეკავებით.... რა არის ყაბზობის მიზეზი???? ბავშვთა უმეტესობაში მიზეზი ფუნქციურია (ანუ ორგანული დაავადების გარეშე):ტუალეტის შიში (ტკივილის გამოცდილების შემდეგ)კვების რეჟიმის დარღვევა, კვებაში ნაკლები ბოჭკო, სითხის ნაკლებობაეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება (ფიზიკური აქტივობის შემცირება)ნეიროგანვითარების დარღვევებიიშვიათად, მაგრამ მნიშვნელოვანია გამოვრიცხოთ ორგანული მიზეზები (მაგ: ჰირშპრუნგის დაავადება, ჰიპოთირეოზი და სხვა). რას აკვირდება მშობელი???თუ 3 დღეზე მეტხანს არ აქვს დეფეკაციატუალეტზე ჯდომისას ტირის ეშიშნია,იკავებს,ფეხებს ჭიმავს ან აჯვარედინებს, იმალება დეფიკაციის დროს...აქვს მუცლის შებერილობასაცვალზე მცირე რაოდენობით განავლის გაჟონვა ხდება (ეს უკვე გადავსებული ნაწლავის ნიშანია!) რას ვაკეთებთ???? კვებას ვაქცევთ ყურადღებას და რაციონს ვამდიდრებთ ბოჭკოვანი კვებით (ბოსტნეული, ხილი, რძემჟავა პროდუქტები)საკმარისი სითხის მიღების კონტროლიფიზიკური აქტივობაძალიან მნიშვნელოვანია — არ დავაძალოთ და არ დავსაჯოთ თუ პრობლემა გრძელდება,მხოლოდ დიეტა არ არის საკმარისი.ხშირად საჭიროა ოსმოსური საფაღარათოები , რომლებიც უსაფრთხოა და არ იწვევს დამოკიდებულებას. როდის მივმართოთ პედიატრს ან გასტროენტეროლოგს დაუყოვნებლივ?თუ შეამჩნევთ️სისხლს განავალშიწონის კლების ტენდენციასძლიერ მუცლის ტკივილსქრონიკული, მკურნალობაზე რეზისტენტული ყაბზობა… უნდა გვახსოვდეს,რომ ყაბზობა არ არის „მცირე დისკომფორტი“-ეს არის ბავშვის სხეულის სიგნალი, რომელსაც თუ დროულად არ მოვუსმენთ, ჩუმად გადაიქცევა დიდ პრობლემად“,- წერს ექიმი.

სწრაფად ჭამა

რჩევები 1775568000

თუ მუდმივი შიმშილის გრძნობა გაწუხებთ - მიზეზები

იმას თუ რას და როგორ ჭამთ გავლენას ახდენს შიმშილის გრძნობაზე.მუდმივი შიმშილისას ადამიანი განიცდის შიმშილის ფიზიკურ ნიშნებს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენს დიეტაში ცილების, ბოჭკოებისა და ცხიმების ნაკლებობით. ძილის ნაკლებობამ ან სტრესმა შეიძლება ასევე იმოქმედოს მადაზე.მიზეზები:პროტეინების ნაკლებობა - პროტეინი არის ერთ-ერთი იმ სამი მაკროელემენტიდან (პროტეინები,ნახშირწყლები და ცხიმები დანარჩენი), რომელიც ორგანიზმს ენერგიისთვის სჭირდება. მხოლოდ ნახშირწყლებით მდიდარი კვება გამოიწვევს შაქრის დონის სწრაფ მატებას და შემდეგ შემცირებას, რაც გამოიწვევს შიმშილს. როდესაც პროტეინს კომპლექსურ ნახშირწყალთან ერთად იღებთ, ის ანელებს შაქრის დონის სწრაფ მატებას. ეს ნიშნავს, რომ გექნებათ შაქრის დონის ეტაპობრივი ზრდა და შემდეგ თანდათან კლება, რაც აბალანსებს, არეგულირებს შიმშილის შეგრძნებას. ხორცის გარდა, ცილას შეიცავს ბოსტნეული, კვერცხი, რძის პროდუქტები, როგორიცაა იოგურტი, რძე და ყველი, თევზი, ლობიო, თხილეული. არასაკმარისი ძილი - თუ არ იძინებთ რეკომენდებულ შვიდიდან ცხრა საათამდე დღეში, ამან შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. ძილი ხელს უწყობს გრელინის, მადის მასტიმულირებელი ჰორმონის რეგულირებას. ძილის ნაკლებობა ზრდის გერლინს, რაც იწვევს შიმშილის გრძნობას მაშინ, როცა რეალურად ძილი გჭირდებათ. განაგრძეთ კითხვა...

არუნ ხათრი

რჩევები 1775309040

ის მართავს მთელ თქვენს სხეულს, ენერგიას, მეტაბოლიზმს, ჰორმონებს, წონას, თმას, განწყობას... - რის შესახებ გვაფრთხილებს არუნ ხათრი

ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელობის შესახებ წერს.„თქვენი ფარისებრი ჯირკვალი პატარაა… მაგრამ ის მართავს მთელ თქვენს სხეულს, ენერგიას, მეტაბოლიზმს, ჰორმონებს, წონას, თმას, განწყობას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი, რომელიც ბევრს აკლია არის… სელენი. სელენის გარეშე, ფარისებრი ჯირკვალი ვერ ფუნქციონირებს სწორად. T4 ვერ გარდაიქმნება აქტიურ T3-ად. იზრდება ანთება. მძიმდება აუტოიმუნური პრობლემები, ახლა ყველაზე მარტივი გამოსავალი?მხოლოდ 2 ბრაზილიური კაკალი დღეში, სულ ეს არის. 2 ბრაზილიური კაკალი შეუძლია სრულად შეავსოს თქვენი ყოველდღიური სელენის მოთხოვნა ბუნებრივად. არ არის საჭირო ძვირად ღირებული დანამატები.არ არის საჭირო რთული დიეტა, უბრალოდ პატარა ყოველდღიური ჩვევა. დიდი გავლენით თქვენს ფარისებრ ჯირკვალზე. მაგრამ გახსოვდეთ, მეტი ყოველთვის უკეთესი არ არის. დარჩით 1–2 კაკალზე დღეში, დაიწყეთ დღეს, რადგან პატარა ცვლილებები… ქმნის დიდ შედეგებს“ - წერს არუნ ხათრი.