რასთან გვაქვს საქმე, როდესაც დიეტას ვიცავთ, თუმცა „წონა არ იძვრის“ - ექიმის განმარტება

სასწორი

ენდოკრინოლოგი, შოთა ჯანჯღავა გვიხსნის, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც დიეტას ვიცავთ, მაგრამ წონაში ვერ ვიკლებთ.

ექიმი ამბობს რომ, ორგანიზმში მეტაბოლური დარღვევების გარდა, წონის „გაყინვის“ მიზეზი შესაძლოა ცილის ან რკინის დეფიციტიც იყოს.

კითხვაზე, დიეტიდან რამდენ ხანში უნდა იგრძნოს ადამიანმა წონის კლება, ენდოკრინოლოგმა უპასუხა:

„ზოგადად თუ აქამდე ჩვენ მარილი ისეც ამოღებული გვქონდა რაციონიდან, პირველი სწრაფი კლების ეფექტი არ იქნება, რადგან პირველი სწრაფი კლების ეფექტი არის წყლის ხარჯზე და წესით 2-4 კვირის შემდგომ, ბალანსირებული კვების შემდეგ ველოდებით ხოლმე ცხიმის წვის დაწყებას და ამის შემდეგ უნდა დაიძრას წონა, თუმცა წონამდე შეიძლება მოცულობა დაიძრას და გარშემოწერილობაზე, ტანსაცმელზე უკვე შევატყოთ, რომ მიდის კლება…“ – ამბობს ექიმი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Khatia Shamugia (@khatia_shamugia_official)

✕