ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1790799656

ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის პოსტზე - რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გასცეს სამართლებრივი პასუხი

"ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ... რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, რითაც ბერა ივანიშვილის პოსტს გამოეხმაურა.ირაკლი კირცხალიას თქმით, კონკრეტული ჯგუფები მუდმივად ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სახელი შებღალონ."ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სახელი უდიდესი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობენ და ისარგებლებენ ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ისტორია დაინახავს. ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ - შვილს, ქველმოქმედებას თანხის კეთებას არქმევენ.ერთი სიუჟეტი გაკეთდა, გამორჩეულად ვიხსენებ ამ სიუჟეტს, მისი ოჯახის წევრის ობიექტი იყო, სახლი თუ შენობა იდგა საბურთალოს რაიონში და მის გვერდით ადამიანს ჰქონდა თავის შენობა შემოღობილი, აქ მოხდა რაღაც ამბავი, ვიღაც დაჭრეს თუ დააკავეს. სიუჟეტი დაიწყო, რა მოხდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრის არსებულ ობიექტზეო - კატასტროფა. აბასთუმანი სამოთხეს დაემსგავსა და "ბელგიური შოკოლადისფრად" შეღებილ სახურავზე საუბრობენ - ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე. ვინ აკეთებს ამ ყველაფერს - "ფორმულა" ე.წ. ტელევიზიები, რომლებიც ვიცით, ვისი ფულიდან ფინანსდება. ვიცით, რა საქმეები აღძრული მათი დამფუძნებლისა და დამფინანსებლის წინააღმდეგ.რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ეს არის ავტორიტეტებთან ბრძოლა, ერთ-ერთი მეთოდი იმ ბინძური სცენარის, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, თუ როგორ გახადონ ჩვენი ქვეყანა მოწყვლადი, გაანადგურონ ყველაფერი რასაც საზოგადოება პატივს სცემს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ბერა ივანიშვილი

საზოგადოება • 1790777510

ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მის შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს.„მოგესალმებით,საზოგადოება უკვე წლებია თვალს ადევნებს კონკრეტული ძალების მხრიდან მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს, თუმცა, ბოლო პერიოდში, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიმაჩნდა, რომ ასეთ აბსურდზე დროის დახარჯვა და რაიმე სერიოზული პასუხის გაცემა არ ღირდა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება. დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვრის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა.სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ.მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. “ქოლცენტრებს” ვმფარველობ, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შევდივარ უკანონო გარიგებებში და ა.შ. მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია.ამის ნაცვლად, მყვირალა სათაურებითა და დამაინტრიგებელი ტექსტებით გაჯერებულ სიუჟეტებში, დამაჯერებლობის ელფერის შესაქმნელად იყენებენ ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა. მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა“, - წერს ბერა ივანიშვილი.      

გამსახურდია

პოლიტიკა • 1784479455

ბათუმში რამდენი ჩავსულვარ, საკათედროსთან სულ საცობია, გასაგები მიზეზების გამო. ნაცებმა და მათმა, ტანკაცუნკა ნოდარას ჩინურმა ვარიანტმა, ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ. თურმე ამათ უნდა კითხოს კაცმა, ქორწილში მეჯვარე იქნება თუ სტუმარი - გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია “აჭარა თაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი და წერს, “ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ.” გამსახურდია ამბობს, რომ რამდენჯერაც ბათუმში ჩასულა განსაკუთრებით, შაბათს ან კვირას, საკათედროსთან სულ საცობია.„ძალიან იშვიათად ვარ ხოლმე ბათუმში, სიცხე მე არ მიყვარს, ზაგარი და ზღვა (ბათუმი და ზოგადად აჭარა მიყვარს თავისთავად). რამდენი ჩავსულვარ, განსაკუთრებით, შაბათს ან კვირას, საკათედროსთან სულ საცობია, გასაგები მიზეზების გამო. ამ იქედნეს ნაშობმა ნაცებმა და მათმა, ტანკაცუნკა ნოდარას ჩინურმა ვარიანტმა, ივანიშვილების ოჯახს რომ არ წაკბინონ, არ შეუძლიათ. ვერ ეშვებიან შვილებს ეს გარეწრები, თურმე ამ ნაბუშრებს უნდა კითხოს კაცმა, ქორწილში მეჯვარე იქნება თუ სტუმარი.”- წერს გამსახურდია.        

დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1784467096

ხომ გაგაფრთხილეთ, რომ თქვენი ტყუილები არ გავიდოდა? ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის, ფეიკებისა და შავი კამპანიის წარმოების საშუალებას არ მოგცემთ! - დიმიტრი სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ, ბერა ივანიშვილის ოჯახის მისამართით გავრცელებულ ინფორმაციაზე პოსტი გამოაქვეყნა.დეპუტატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მისამართით შავი კამპანიის საშუალება არავის მიეცემა.„ხომ გაგაფრთხილეთ, რომ თქვენი ტყუილები არ გავიდოდა? ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის, ფეიკებისა და შავი კამპანიის წარმოების საშუალებას არ მოგცემთ! რომ იცოდეთ, ამ სიბინძურით ივანიშვილების ოჯახს ვერაფერს დააკლებთ, ხალხის მოტყუების უფლებას არ მოგცემთ!“, - წერს სამხარაძე.

ნიკოლოზ მეტრეველი

პოლიტიკა • 1784466060

კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება ემოციებით მიიპყრონ და არა ფაქტებით. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ბათუმში ბერა ივანიშვილის გადაადგილების გამო გზა გადაიკეტა, მაშინ წარმოადგინოს მტკიცებულებები. საზოგადოება იმსახურებს სიმართლეს და არა ხმაურიან ნარატივებს, რომლებიც გადამოწმებას ვერ უძლებს - ნიკოლოზ მეტრეველი

კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება ემოციებით მიიპყრონ და არა ფაქტებით. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ბათუმში ბერა ივანიშვილის გადაადგილების გამო გზა გადაიკეტა, მაშინ წარმოადგინოს მტკიცებულებები. საზოგადოება იმსახურებს სიმართლეს და არა ხმაურიან ნარატივებს, რომლებიც გადამოწმებას ვერ უძლებს, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.მეტრეველის თქმით, ნათელია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ოპოზიციური მედია ფაქტებს ვერ წარმოადგენს, რამდენადაც მსგავსი არაფერი მომხდარა.„კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება ემოციებით მიიპყრონ და არა ფაქტებით.თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ბათუმში ბერა ივანიშვილის გადაადგილების გამო გზა გადაიკეტა, მაშინ წარმოადგინოს მტკიცებულებები. საზოგადოება იმსახურებს სიმართლეს და არა ხმაურიან ნარატივებს, რომლებიც გადამოწმებას ვერ უძლებს.თუმცა, ცხადია არავითარ ფაქტს უცხოეთიდან დაფინანსებული მედიები ვერ დადებენ, რადგან მსგავსი არაფერი არ მომხდარა. ფსევდო ჟურნალისტების საქმე მხოლოდ უსინდისო ცილისწამებაა, რომელზეც შემდეგ წესიერმა ადამიანებმა თავი უნდა იმართლონ.და ბოლოს: დღეს სხვა საქართველოა და ქცევის სხვა სტანდარტები. ის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, როდესაც სააკაშვილის და მისი საეჭვო გარემოცვის გადაადგილების გამო მართლაც მთელი ქუჩები იკეტებოდა“, - წერს მეტრეველი.

გაბი კამაევი

პოლიტიკა • 1784462781

გაბი კამაევი „აჭარა თაიმსის“ მიერ ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ადამიანთა ჯგუფი 10-15 კაცი, რომელიც 1 წლის განმავლობაში არა თუ ვიწრო ქუჩას, არამედ გამზირებს კეტავდა და მოქალაქეებს უქმნიდა დისკომფორტს, დღეს საუბრობენ იმაზე, რომ თურმე გუშინ აქ 1 საათით ფიზიკურად გავლა შეუძლებელი იყო და ბერამ მოქალაქეებს რაღაცა დისკომფორტი შეუქმნა

მავნებლები რისი მავნებლები არიან – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ მოდი ამით რაღაცა მიზანმიმართულად საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ვთქვათ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ბერას ჩამოსვლის გამო იქნა გადაკეტილი და რა გამოუვიდათ კი ხედავთ თქვენც. მატყუარები არიან და ცდილობენ ამ ადამიანს რაღაცნაირად ზიანი მიაყენონ, სცადონ მისი გაშავება ყოვლად ამაზრზენი მეთოდებით, - აცხადებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გაბი კამაევი და ვიდეო მიმართვას აქვეყნებს სოციალურ ქსელში „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.გაბი კამაევის განცხადებით, აღნიშნული ქუჩა საკმაოდ ვიწროა და ყოველ კვირას მსგავსი მდგომარეობაა, ამის შესახებ კი ბათუმის ყველა მაცხოვრებელმა იცის.„მოგესალმებით მეგობრებო. რადგანაც ვიმყოფები ამ ადგილას, მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ სიგიჟეს და სანამ გამოვეხმაურები, სიტუაციაში გაგარკვევთ.ეს არის ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, სადაც ყოველ შაბათ-კვირას იმართება ჯვრისწერის ცერემონია. მინდა გაჩვენოთ ასევე, რომ აქ დგას პატრული, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის წესებს. დღეს არის კვირა და ვეხმაურები გუშინდელ სიგიჟეს.მოკლედ, მეგობრებო, გუშინ ბათუმში ჯვრისწერის ცერემონიას ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ესწრებოდა ბერა და სიუჟეტებიდან გავიგე საოცარი ინფორმაცია, რომ თურმე მის გამო საგანგებოდ 1 საათით იქნა ჩაკეტილი ქუჩა, რომელსაც ახლა გიჩვენებთ, რომელიც პრაქტიკულად ყოველ შაბათ-კვირას ასე იკეტება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიწროა ფიზიკურად ქუჩა. როდესაც იკეტება, საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს მოძრაობის წესების დაცვას.აი საუბარია, მეგობრებო, აი ამ ვიწრო ქუჩაზე, სადაც ფიზიკურად გავლა შეუძლებელი არის ხოლმე და ერთი საათით ან ორმოცი წუთით მოძრაობა იკეტება. ახლაც ასეა, ახლაც გადაკეტილია და ასეთი მოცემულობაა,“- აცხადებს კამაევი.კამაევის განცხადებით, „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სწორედ იმ ხალხმა აიტაცა, რომლებიც 1 წლის განმავლობაში არა თუ ვიწრო ქუჩას, არამედ გამზირებს კეტავს და საზოგადოებას დისკომფორტს უქმნის.„მავნებლები რისი მავნებლები არიან – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ მოდი ამით რაღაცა მიზანმიმართულად საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ვთქვათ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ბერას ჩამოსვლის გამო იქნა გადაკეტილი და რა გამოუვიდათ კი ხედავთ თქვენც. მატყუარები არიან და ცდილობენ ამ ადამიანს რაღაცნაირად ზიანი მიაყენონ, სცადონ მისი გაშავება ყოვლად ამაზრზენი მეთოდებით.ყველამ იცის ამ ქალაქში, რომ პრაქტიკულად ყოველ შაბათ-კვირას მსგავსი რამ ხდება ამ ქუჩაზე, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქუჩა არის ვიწრო ფიზიკურად და როდესაც ჯვრისწერის ცერემონია იმართება და როდესაც ავტომობილების კოლონაა შემოსული, ფიზიკურადაც სხვა მანქანა ვეღარ გაივლის.კიდევ ერთი საოცრება: ადამიანთა ჯგუფი, რომელიც – 10-15 კაცი, პრაქტიკულად 1 წლის განმავლობაში არა თუ უბრალოდ ვიწრო ქუჩას, არამედ გამზირებს კეტავდა მათი აკვიატების გამო და მოქალაქეებს უქმნიდა დისკომფორტს, დღეს ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ თურმე გუშინ აქ 1 საათით ფიზიკურად გავლა შეუძლებელი იყო და ბერამ მოქალაქეებს რაღაცა დისკომფორტი შეუქმნა. ასეთია მათი ხელწერა“, - აცხადებს გაბი კამაევი.

ცოტნე ანანიძე

პოლიტიკა • 1784459415

ცოტნე ანანიძე ოპოზიციური მედიის მიერ ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: საკათედროს მიმდებარედ საცობები და პოლიცია შაბათობით ჩვეულებრივი ამბავია, პოლიტიკურ დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, “აჭარა თაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ბერა ივანიშვილის გამო იყო გადაკეტილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება.ანანიძის შეფასებით, პოლიტიკურ დღის წესრიგშია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები.„საკათედროს მიმდებარედ საცობები და პოლიცია შაბათობით ჩვეულებრივი ამბავია. პოლიტიკური დღის წესრიგი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებია. რეალობა კი ისაა, რომ მსგავსი სცენარები საზოგადოებისთვის დიდი ხანია არადამაჯერებელია”, - წერს ანანიძე.

სადღობელაშვილი

პოლიტიკა • 1784452211

"აჭარა თაიმსის" მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, საკათედრო ტაძართან მოძრაობის შეფერხება ბერა ივანიშვილის უკავშირდება. ამგვარი სიცრუის ტირაჟირების ერთადერთი მიზანი საზოგადოებაში ხელოვნური ნეგატივის გამოწვევაა - სადღობელაშვილი

"გუშინ მედიასივრცეში, კერძოდ გამოცემა „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძართან მოძრაობის შეფერხება და გზის ჩაკეტვა ბერა ივანიშვილის უკავშირდება… ეს არის მორიგი თითიდან გამოწოვილი „სენსაცია“ და ფაქტების შეგნებული დამახინჯება", - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, ბათუმში, ტაძრის ტერიტორიაზე ხშირად ხდება მსგავსი შემთხვევები, „აჭარა თაიმსი“ და მისი ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე კი, დაკავებულები არიან იაფფასიანი პიარით. ანალიტიკოსის შეფასებით, ამგვარი სიცრუის ტირაჟირების ერთადერთი მიზანი საზოგადოებაში ხელოვნური ნეგატივისა და გაღიზიანების გამოწვევაა, რათა საკუთარ მედიას პოპულარობა ტყუილით მოუტანონ."ამ ქორწილში, გადაჭარბების გარეშე, ნახევარი საქართველო იყო შეკრებილი. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური ღონისძიების დროს ტაძრის მიმდებარედ ხალხისა და მანქანების ნაკადი მკვეთრად იზრდება. ბათუმელები დამეთანხმებიან, რომ ასე ხშირად ხდება ხოლმე ამ ტერიტორიაზე და ეს ფაქტი არავის უკვირს სულხანის მესხიძის (აჭარა თაიმსის რედაქტორი) გარდა.- პლიუს ამას მოგეხსენებათ ზაფხულის პიკში ბათუმი ისედაც გადაჭედილია ტურისტებითა და ავტომობილებით. ქალაქში გადაადგილების პრობლემა სეზონურია და ამ კონკრეტულ ლოკაციაზე შეფერხებაც სწორედ საერთო გადატვირთულობის ბრალი იყო.სრულიად აშკარაა, რომ „აჭარა თაიმსი“ და მისი ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე, დაკავებულები არიან იაფფასიანი პიარით. ამგვარი სიცრუის ტირაჟირების ერთადერთი მიზანი საზოგადოებაში ხელოვნური ნეგატივისა და გაღიზიანების გამოწვევაა, რათა საკუთარ მედიას პოპულარობა ტყუილით მოუტანონ.სამწუხაროა, როდესაც მედია ობიექტური ფაქტების გაშუქების ნაცვლად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და იაფ ინტრიგებს ირჩევს." - წერს სადღობელაშვილი.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა • 1784449579

„აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სამიზნე ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახი ალბათ მხოლოდ ერთი მიზნით გახდა, რათა საზოგადოებაში მისი და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად მაინც შეიქმნას - თამთა მეგრელიშვილი

აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გამართულ ქორწილის ცერემონიას ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ სავარაუდოდ გზის ჩაკეტვაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა, - წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ სამიზნე ბერა ივანიშვილი მხოლოდ იმ მიზნით გახდა, რომ საზოგადოებაში მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად შეიქმნას.მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ქეისი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდეს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებდეს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას.„აღნიშნულ ქორწილს ბევრი სტუმარი ესწრებოდა და გავრცელებული ინფორმაციის სამიზნე ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახი ალბათ მხოლოდ ერთი მიზნით გახდა, რათა საზოგადოებაში მისი და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად მაინც შეიქმნას.ივანიშვილის ოჯახის წევრები არცთუიშვიათად ჩნდებიან ხალხმრავალ სივრცეებში და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები არიან, მათი უსაფრთხოების გამოც კი სხვა ადამიანებს სადმე მისვლისა და შესვლის სირთულე არასოდეს შექმნიათ.ამ ფონზე, ,,აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, სამართლებრივ ჭრილში ამ საკითხის განხილვისას, დაზარალებულს შესაძლოა მისცეს უფლება მოითხოვოს ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, მისი გავრცელების შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.ეს ქეისი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდეს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებდეს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას და გამოავლენს იმ მფაქტს, რომ რეგიონული მედიასაშუალება კანონმდებლობით დადგენილ წესებს სათანადოდ არ იცავს”, - წერს მეგრელიშვილი

ჩიხელიძე

პოლიტიკა • 1784443668

„აჭარა თაიმსმა“ შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება გამოეწვია - ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი,  კონკრეტული პირის სახელის გამოყენება ნეგატიური ფონის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს - დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში  ეხმიანება და აცხადებს, რომ მედიასაშუალებამ ბათუმში გზის გადაკეტვის მიზეზთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა, თუმცა „აჭარა თაიმსმა“ შეგნებულად გაამახვილა ყურადღება მხოლოდ ბერა ივანიშვილზე, რაც, საზოგადოების ნაწილში უარყოფითი განწყობების შექმნას ისახავდა მიზნად.„აჭარა თაიმსის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოებაში ნეგატივის გაღვივების პროპაგანდისტული მცდელობა!აჭარა თაიმსმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში გზის გადაკეტვა ბერა ივანიშვილის ეკლესიაში მისვლის გამო მოხდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციაა. ივანიშვილის ოჯახის წევრები წარსულშიც არაერთხელ ყოფილან  ტაძარსა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ ადგილებში, თუმცა ამის გამო გზის გადაკეტვა არც მომხდარა და არც ხდება. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ნეგატიური განწყობების გაღვივების მცდელობას წარმოადგენს.აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ქორწილს უამრავი სტუმარი ესწრებოდა, თუმცა აჭარა თაიმსმა შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება და უარყოფითი ემოციები გამოეწვია. ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი - კონკრეტული პირის სახელის გამოყენება ნეგატიური ფონის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს.ორღობის მედია საშუალება, აჭარა თაიმსი, მორიგ ჯერზე ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რადგან მათთვის მთავარი არა სიმართლის დადგენა, არამედ სიცრუის ტირაჟირება და  საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არის!“ - წერს ჩიხელიძე.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა • 1784443534

აჭარაში საპატივცემულო ოჯახების შვილები ქორწინდებოდნენ, ნახევარი აჭარა და მეოთხედი თბილისი ქორწილში რომ იქნებოდა და შესაბამისად გზაც რომ გადაიკეტებოდა, ეტყობა ამ არსაიდან მოსულ მესხიძეს არც გაუგონია - ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ბერა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ გარკვეული მედიასაშუალებები მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ.ფოჩხუას შეფასებით, „აჭარა თაიმსის“ მფლობელი სულხან მესხიძე ცდილობს, ბერა ივანიშვილის თემის აქტიური გამოყენებით ოპოზიციური მედიის დღის წესრიგში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.„ამ ეშმაკის მაშხალას, ვინმე სულხან მესხიძეს, რომელიც ამ გაუგებარი გამოცემის "აჭარა ტაიმსის" მეპატრონეა, მოუნდა ცრუ ოპოზიციური მედიის პირველ რიგებში ჩაწერა, ამას კი ივანიშვილების ოჯახის სულ მცირე დღეში ასჯერ ხსენება მაინც სჭირდება. რა ბერა ივანიშვილი,  აჭარაში საპატივცემულო ოჯახების შვილები ქორწინდებოდნენ, ნახევარი აჭარა და მეოთხედი თბილისი ქორწილში რომ იქნებოდა და შესაბამისად გზაც რომ გადაიკეტებოდა, ეტყობა ამ არსაიდან მოსულ მესხიძეს არც გაუგონია. სულ ტყუილად იხარჯებით, ბერა იმდენად კარგი ახალგაზრდაა, რომ მისი უარყოფითი თან სიცრუეზე აგებული ისტორიებით საზოგადოების გაღიზიანებას ვერ გამოიწვევთ.“ - წერს ფოჩხუა.

gia abashidze

პოლიტიკა • 1784443349

გია აბაშიძე „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე:  მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო - ასეთ ბოროტ, ქოსატყუილა ნაცლუზერებს რა უნდათ ფართო საზოგადოებაში?! სულხან მესხიძის მსგავსი პერსონაჟების ადგილი უსამშობლოთა ტრაგიკომიკურ შაბაშებზეა

ცრუპენტელა "აჭარა თაიმსის" დამფუძნებელ სულხან მესხიძეს არ ეპატიჟებიან ხალხმრავალ ქორწილებში, როდესაც ხდება ავტომოძრაობის შეფერხება; მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, წერს სოციალურ ქსელში.აბაშიძის განცხადებით, ოპოზიციური მედია უსაშველო მდგომარეობაშია და „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლის ადგილი „უსამშობლოთა ტრაგიკომიკურ შაბაშებზეა.“„ცრუპენტელა "აჭარა თაიმსის" დამფუძნებელ სულხან მესხიძეს არ ეპატიჟებიან ხალხმრავალ ქორწილებში, როდესაც ხდება ავტომოძრაობის შეფერხება; მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო.თუმცა, ასეთ ბოროტ, ქოსატყუილა ნაცლუზერებს რა უნდათ ფართო საზოგადოებაში?! სულხან მესხიძის მსგავსი პერსონაჟების ადგილი უსამშობლოთა ტრაგიკომიკურ შაბაშებზეა.რა უსაშველო მდგომარეობაში არიან მედია-აკაცუკებიც, რადგან ვერანაირად შეიმეცნეს - ივანიშვილების ოჯახზე ნებისმიერი დეზინფორმაცია დეზინფორმატორებს ავნებთ უკიდეგანოდ.“- წერს აბაშიძე.

✕