პრემიერი ბერა ივანიშვილის სარჩელზე: რაც გააკეთეს კონკრეტულმა ე.წ. ტელევიზიებმა, ეს იყო მორიგი თავდასხმის მცდელობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, მნიშვნელოვანია ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება, რომ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები ყოველთვის ვამხილოთ სიცრუეში

ირაკლი კობახიძე

თავად ბერა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში. რაც გააკეთეს კონკრეტულმა ეგრეთ წოდებულმა ტელევიზიებმა, ეს იყო, რა თქმა უნდა, მორიგი თავდასხმის მცდელობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ამხილონ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები ტყუილში.

„ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი გზით წასვლა და სამართლებრივი გზით იმის დადგენა, რომ ვრცელდება ასეთი ტიპის უხეში, არასწორი ინფორმაცია. ეს გაკეთდა ამ შემთხვევაში და ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ყოველთვის მნიშვნელოვანია ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება, რომ ჩვენ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები ვამხილოთ სიცრუეში“, - აღნიშნა პრემიერმა.

✕