დაკავება

სამართალი • 1791181601

პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში ნაცნობის კუთვნილი ავტომობილის გასაღებსა და საფულეს ფარულად დაეუფლა. მოგვიანებით მან ავტოსადგომიდან აღნიშნული ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაიყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულმა ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, ავტომობილი ადგილზე მიატოვა და მიიმალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი და საფულე ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასწრაფო

შემთხვევა • 1790842796

როგორია მოსწავლეების მდგომარეობა, რომლებიც ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის დროს დაშავდნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში. ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა.შემთხვევა სოფელ ახალსოფლის შესასვლელში, გზაჯვარედინზე მოხდა. სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.შემთხვევის შედეგად, ერთ მოსწავლეს ხელის მტევანი, ერთს კი ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი.სამი მოსწავლე კლინიკაში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. დანარჩენი მოსწავლეები კი, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა შეიყვანეს.ადგილზე ჩავიდა ყვარლის საგანმამათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ქეთევან ჭიპაშვილი.„- ყველა ბავშვი შეამოწმეს მედიკოსებმა. ვინც ოდნავ მაინც რამეს იტკიებდა, გადაყვანილია კლინიკაში, რომ ბოლომდე მოხდეს მათი შემოწმება“, - განაცხადა ჭიპაშვილმა.შემთხვევის ადგილზე პოლიცია და 112-ის ბრიგადა იმყოფებოდა.მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაც.

ლენტა

შემთხვევა • 1790841149

ავარია კახეთში - მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში- ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა.შემთხვევა სოფელ ახალსოფლის შესასვლელში, გზაჯვარედინზე მოხდა. სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.შემთხვევის შედეგად, ერთ მოსწავლეს ხელის მტევანი, ერთს კი ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი.სამი მოსწავლე კლინიკაში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. დანარჩენი მოსწავლეები კი, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა შეიყვანეს.ადგილზე ჩავიდა ყვარლის საგანმამათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ქეთევან ჭიპაშვილი.„- ყველა ბავშვი შეამოწმეს მედიკოსებმა. ვინც ოდნავ მაინც რამეს იტკიებდა, გადაყვანილია კლინიკაში, რომ ბოლომდე მოხდეს მათი შემოწმება“, - განაცხადა ჭიპაშვილმა.შემთხვევის ადგილზე პოლიცია და 112-ის ბრიგადა იმყოფებოდა.მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაც

ავარია

შემთხვევა • 1790800447

ავარია ავტობანზე - ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობანზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. ინფორმაციას და კადრებს „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. „პრაიმტაიმი“ შემთხვევის დეტალებს არკვევს.

დავით რობანიშვილი

საზოგადოება • 1790661772

„საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ...“ - „საქართველოს მოტო ფედერაცია“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საქართველოს მოტო ფედერაცია“ ავრცელებს.დავით რობანიშვილი რუსთავის ავტობანზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.'რობანა უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და დისციპლინებული სპორტსმენი იყო ქართულ ავტო-მოტო სპორტში ძალიან ვწუხვარ..."„საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ...

რობანა

შემთხვევა • 1790538096

საქართველოს ორგზის ჩემპიონი ტრაგიკულად დაიღუპა - ავარიას დავით რობანიშვილი ემსხვერპლა

საქართველოს ორგზის ჩემპიონი მოტოსპორტში და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ავტობანზე მოხდა.სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობების მიხედვით, რობანიშვილი რუსთავში, ავტოდრომზე მიემართებოდა, როდესაც ავარიაში მოყვა.დავით რობანიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მოტოსპორტის სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან.

policiis lenti

შემთხვევა • 1790529020

თელავში ავტომობილი კორპუსის კედელს შეეჯახა - რა ინფორმაცია გავრცელდა ადგილიდან

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ სხვა მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის კედელს.შეჯახების შედეგად მოტეხილია ხე და წაქცეულია ტროტუარზე დამონტაჟებული დამცავი ბოძი.მძღოლის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დაბნეულობის გამო მოუხდა. მან სამართალდამცველებს განუმარტა, რომ ღვედი არ ეკეთა და მოეჩვენა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოედევნა.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.დაზიანებული ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.

შუქნიშანი

საზოგადოება • 1790516062

ქვეითებს მიკროავტობუსი დაეჯახა - ბათუმში მომხდარი ავარიის დეტალები

 „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.ავარიის შედეგად დაიღუპა არასრულწლოვანი, დაშავდა სამი ადამიანი.ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ქვე­ი­თად მყო­ფებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი შე­ე­ჯა­ხა.შემთხვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

policiis lenti

შემთხვევა • 1790507026

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილი 27 წლის მამაკაცია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ საბათლოში მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდა მშობლიურ სოფელში, თანაკლასელს ესტუმრა.უკან დაბრუნებისას, მისი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა და კონსტრუქციის ნაწილი დაანგრია.ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე ტრავმები მიიღო ავტომობილში მყოფმა 35 წლის მამაკაცმა. დაშავებული 112-ის ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ჯანმრთელობის გამო, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისის ერთ ერთ საავადმყოფოში მოათავსა.შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს.

ავარია

შემთხვევა • 1790351575

მანქანა ამობრუნდა - რა დეტალები ხდება ცნობილი კახეთში მომხდარ ავარიაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გომბორი–თელავი–ვაზიანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერონასთან, ავტომანქანა ამობრუნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტა პრიუსის“ ტიპის ავტომობილი, სავარაუდოდ, მოცურდა, გზის სავალი ნაწილი დატოვა და სახურავით დაეცა.ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც გადაბრუნებული მანქანიდან გადმოსვლა შეძლო.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახური.ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ლიკა კუჭუხიძე

საზოგადოება • 1790016917

„ასე როგორ შეიძლება... მჭირდები, ბიჭო“ - ლიკა კუჭუხიძე

ლიკა კუჭუხიძე, რომელსაც აბაშაში მომხდარი ავარიის დროს მეუღლე, ბაჩო ლასარეიშვილი​ გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„ასე როგორ შეიძლება... მჭირდები, ბიჭო“.ცნობისთვის, გასული წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ბაჩო ლასარეიშვილი ემსხვერპლა, მასთან ერთად მყოფი მისი მეუღლე – 18 წლის ლიკა კუჭუხიძე კი დაშავდა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდნენ.

ფოტო

საზოგადოება • 1789850080

„ცოცხალი მხოლოდ ერთი განწირული ყვირილის გამო ვარ: "ელე, არ მომიკვდე!“ - რას წერს თუშეთში ავარიის დროს დაშავებული გოგონა?

„თუშეთში 5 სექტემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის სიმონ ხეჩასშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო მანქანაში მყოფი სხვა პირები სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ.ავარიას გადარჩენილი ერთ-ერთი პირი ელენე მოდებაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„თუკი რაიმემ ერთიანად ჩამომაბერა და დამასუსტა ცხოვრებაში, ჯერ მამიკოს გარდაცვალება იყო და მერე ეს ავარია. ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამ უკანასკნელს, თან ჩემთვის ძვირფას და ღმერთების სამყოფელ თუშეთში.ცოცხალი მხოლოდ ერთი განწირული ყვირილის გამო ვარ: "ელე, არ მომიკვდე!" რომ არა ჩემი დის და ჩემი დაქალის ხმა, დანებებული ვიყავი...რაც იყო, იყო. ვუძლებ ფიზიკურ ტკივილებს. რამდენიმე თვით დაპაუზებულ ნორმალურ ცხოვრებას. აუტანელ სიზმრებს, რომელშიც თავიდან ხდება ყველაფერი.ვლოცულობ უკარგესი ბიჭის სულზე, თავი ფრენისთვის რომ გაიმეტა. ფეხმოტეხილ დედაჩემზე, რომელიც გაუსაძლისი ტკივილების ფასად გვივლის ახლა ორივე შვილს.მადლიერი ვარ ჩემი მეგობრების - ჩემი ტკივილების მოდარაჯე ადამიანების. ნათესავების. ჩემი პატარა ქალაქის, სადაც ერთი ადამიანიც არ გამოიძებნა, მგონი, რომ არ მოვეკითხეთ. ჩემი მოსწავლეების, მათი მშობლების, უძვირფასესი და ყველაზე ძლიერი მხარდამჭერების - ჩემი თანამშრომლების! ჩემი მასწავლებლის, ნუნუ ღვალაძის, რომლის ტირილმა და გულწრფელმა ლოცვებმა ყველაზე რთულ დროს ჩემი გაღიმება შეძლო. ჩემი მუნიციპალიტეტის მერის, რომლის ყურადღება, მონახულების გარდა, ვიცი, რომ იყო მუდმივი ნერვიულობა და ღელვა, სანამ საბოლოოდ გაირკვეოდა, რომ მშვიდობით ჩამომიყვანეს მთიდან და გადავრჩი. სრულიად უცხო ადამიანების, თვალითაც რომ არ მინახავს. მადლიერი ვარ!ყველას ვერ გპასუხობთ ამ დრომდე, რადგან ჩემთან ერთად მამიკოს ნაჩუქარი ჩემი ძვირფასი ტელეფონიც დაიმტვრა. ცხოვრება თავიდან არის თითქოს ასაწყობი. ფიქრი სჭირდება იმას, რაც მოხდა, რისგან უნდა დავიცვათ თავი და სიცოცხლე აწი. მშვიდობას გისურვებთ!და მაინც:- ეს გზა ტაძართან არ მიმიყვანს?- კი, ეს გზა მხოლოდ ტაძრამდე მიდის!“, - წერს ელენე მოდებაძე.

✕