3900 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა - ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო
1794932097
ხაშურის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
„ქართლის ამბების“ ცნობით, ერთმანეთს ჯიპი და პატარა სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.