ზამთარი ახლოვდება - ვინ ისარგებლებს სამთავრობო სუბსიდირების პროგრამით

puli

მალე ზამთარი დადგება და განსაკუთრებით აქტუალური ხდება სამთავრობო სუბსიდირების პროგრამა.

არსებული სამთავრობო სუბსიდირების პროგრამა ეხება მოსახლეობის იმ ნაწილს (310 ათასი ოჯახი), ვინც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი. მთავრობის განცხადებით, სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით.

ასევე, განხორციელდება ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება, 1 კვტ/სთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა.

 სუბსიდირება ასევე განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ თბილისში.