„ყველაზე სახიფათო დღეები მარტში" - ეზოტერიკოსი ასახელებს

მარტი

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი მარტში ყველაზე სახიფათო დღეებს ასახელებს. 

„ ყველაზე სახიფათო დღეები მარტში  
  11 მარტი — ფინანსური შეცდომებისა და დაუფიქრებელი ხარჯების მაღალი რისკი. ორჯერ გადაამოწმეთ დოკუმენტები, მოერიდეთ სპონტანურ შესყიდვებს.
  რჩევა: ატარეთ ძოწი (ალმანდინი) — ის დაგეხმარებათ ფხიზელი გონების შენარჩუნებასა და ფინანსურ დამიწებაში.
  20 მარტი — ემოციურმა არასტაბილურობამ შეიძლება კონფლიქტებამდე მიგიყვანოთ. გადადეთ მნიშვნელოვანი საუბრები და ურთიერთობების გარკვევა.
  რჩევა: გამოიყენეთ მწვანე ჩაი ან დამამშვიდებელი ეთერზეთები. ეცადეთ იყოთ „დამკვირვებლის“ როლში და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
  28 მარტი — ენერგეტიკული დაქვეითება, დაღლილობის ან შიშის გავლენით გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე. მიეცით თავს დასვენებისა და ანალიზის დრო.
  რჩევა: ამ დღეს ნუ დაგეგმავთ რთულ საქმეებს. საუკეთესოა მედიტაცია, ბუნებაში გასეირნება ან უბრალოდ ადრე დაძინება.
როგორ დავიცვათ თავი ამ დღეებში?
ენერგეტიკული წმენდა: საღამოს მიიღეთ შხაპი ზღვის მარილით , მარილი საუკეთესოდ აშორებს დღის განმავლობაში დაგროვილ ნეგატიურ ენერგიას.
დუმილის პრაქტიკა: თუ გრძნობთ, რომ ბრაზი გერევათ, გაჩერდით, გადათვალეთ ათამდე და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხეთ.
ინტუიციის ნდობა: თუ გული გიკარნახებთ, რომ სადმე არ წახვიდეთ ან რაღაც არ იყიდოთ , დაუჯერეთ მას. ამ დღეებში სამყარო ხშირად გვაძლევს მინიშნებებს",- წერს იოსელიანი.