გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

გია ხუხაშვილკ

 გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. გამოკითხვის დაწყებამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„მე ვთქვი, რომ რისკები იმისა, რომ ტერაქტების სერია დაიწყოს მთლიანად რეგიონში, არის მაღალი“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ხუხაშვილმა ისაუბრა იმ ჯგუფებზე, რომლებიც, მისი თქმით, მომზადებას გადიან ამერიკის მიერ დასანქცირებულ უნივერსიტეტში. ხუხაშვილის თქმით, ამ ჯგუფებში საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

„საქართველოს მოქალაქეები გადიოდნენ მომზადებას. რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას, სუს-მა ჩემზე კარგად იცის. არსებობს ჯგუფები ამერიკიდან სანქცირებული - ეს უნივერსიტეტი რომაა ცნობილი და საქართველოშიც მათ ჰქონდათ აქტივობები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხუხაშვილი სავარაუდოდ, „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარა, სადაც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ „შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია“.