„ბოქსი“ კი არ არის რომელიმეს მხარეზე ვიყო, ამ კონფლიქტის გაღვივება არ მინდა. ეს არის საკმაოდ სენსიტიური საკითხი" - ლევან სანიკიძე ოპოზიციურ კონფლიქტზე

ლევან სანიკიძე

ოპოზიციური პარტიების ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში, პარტიებს შორის მწვავე დაპირისპირებაა. 9 პოლიტიკური სუბიექტი, რომლის ყველა ლიდერი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი ან "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირია, ცდილობს წარსულს გაემიჯნოს.

სწორედ ეს გახდა მორიგი მიზეზი, რის გამოც პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.

"ფედერალისტების" ლიდერი ცისკარიშვილს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, არსებული კონფლიქტი ძალიან სენსიტიური თემაა, რაზეც მათი პარტია ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

"ბოქსი" კი არ არის რომელიმეს მხარეზე ვიყო, ამ კონფლიქტის გაღვივება არ მინდა. ეს არის საკმაოდ სენსიტიური საკითხი და ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. აქამდე, ოპოზიციონერებს, რომლებსაც წარსულში განსაკუთრებული დაპირისპირება ჰქონდათ, ეს ხალხი კი არ შერიგებულან, არამედ მორიგდნენ, რაღაც შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის აღსრულებასაც ახლა ვცდილობთ", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.