ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.
ხუხაშვილი სუს-ში სავარაუდოდ გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული.
კერძოდ, მან „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ თოქშოუ „360 გრადუსში“ განაცხადა: „ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე გია ხუხაშვილი 12:00 საათზეა დაბარებული.