ისრაელის შეიარაღებული ძალები ომის დასახულ ამოცანებს დაგეგმილ ვადებზე სწრაფად აღწევენ - საფრანგეთში ისრაელის ელჩი

საფრანგეთში ისრაელის ელჩი

 საფრანგეთში ისრაელის ელჩმა, ჯოშუა ზარკამ განაცხადა, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები ომის დასახულ ამოცანებს დაგეგმილ ვადებზე სწრაფად აღწევენ.

ზარკას თქმით, პირველადი შეფასება, რომ კონფლიქტი რამდენიმე კვირა გაგრძელდებოდა, უცვლელი რჩება.

„ზუსტად რამდენი კვირა, ვერ გეტყვით“, – აღნიშნა საფრანგეთში ისრაელის ელჩმა.

ირანის უზენაესი ლიდერის მემკვიდრის, მოჯტაბა ხამენეის  არჩევასთან დაკავშირებით ელჩმა განაცხადა,  რომ ეს არ ყოფილა ირანელი ხალხის ნებაყოფლობითი არჩევანი.

ზარკამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი უზენაესი ლიდერის მიზნები და მისი ურთიერთობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან ჯერჯერობით გაურკვეველია.

„თუ ის მამამისის გზას გააგრძელებს, დაემატება იმ ადამიანთა სიას, ვინც უნდა განადგურდეს“, – აღნიშნა  საფრანგეთში ისრაელის ელჩმა, ჯოშუა ზარკამ.