ჩვენ ნამდვილად არ ვესწრაფვით ცეცხლის შეწყვეტას, გვჯერა, რომ აგრესორს პირში უნდა დაარტყა, რათა გაკვეთილი ისწავლოს - ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ყალიბაფი

მოჰამედ ბაგერ ღალიფაბი

 ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ყალიბაფმა უარყო ნებისმიერი მოსაზრება, რომ თეირანი აშშ-თან და ისრაელთან ომში ცეცხლის შეწყვეტას ცდილობს.

მოჰამედ ბაგერ ყალიბაფის თქმით, „აგრესორმა გაკვეთილი უნდა ისწავლოს“.

„ჩვენ ნამდვილად არ ვესწრაფვით ცეცხლის შეწყვეტას. გვჯერა, რომ აგრესორს პირში უნდა დაარტყა, რათა მან გაკვეთილი ისწავლოს და აღარასდროს იფიქროს ჩვენს საყვარელ ირანზე თავდასხმაზე. სიონისტური რეჟიმი თავის სამარცხვინო არსებობას ხედავს „ომი-მოლაპარაკება-ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ ისევ ომი“ ციკლის გაგრძელებაში, რათა გააძლიეროს თავისი უპირატესობა. ჩვენ ამ ციკლს დავარღვევთ“, – განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა.