დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
1773171019
ახალ ზელანდიაში ქალმა სასამართლოში უჩივლა ყოფილ პარტნიორს იმის გამო რომ მან აეროპორტში არ წაიყვანა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 2024 წელს ქალმა ყოფილი ბოიფრენდი „ვერბალური კონტრაქტის“ დარღვევაში დაადანაშაულა, რის გამოც მან ფრენას ვერ მიუსწრო და დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწია. ქალი ამტკიცებდა, რომ კაცმა პირობა მისცა, რომ აეროპორტში წაიყვანდა და მის ძაღლებზეც იზრუნებდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა.
შედეგად ქალმა ფრენას ვერ მიუსწრო და კონცერტზე დასასწრებად სხვა ბილეთების ყიდვა მოუწია.
თუმცა სასამართლომ ვერ იპოვა იმის მტკიცებულება, რომ მხარეებს შორის შესაბამისი კონტრაქტი მართლაც დაიდო, შესაბამისად, სარჩელი განხილვაში არ მიუღია.