დიაბეტის 3 სიმპტომი, რომლებიც ძილის წინ ვლინდება
1773171019
ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ერთ-ერთ იუთუბ-პოდკასტში სტუმრობისას ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებზე და ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, წუწუნი და ნეგატიური დამოკიდებულება პრობლემების მიმართ სწორი გზა არ არის, რადგან ეს პირველ რიგში შვილებზე ახდენს გავლენას. მისი თქმით, რთულ სიტუაციებში პასუხისმგებლობას საკუთარ თავშიც ეძებს.
„რასაც აკეთებ, გარკვეულწილად იმის შედეგიც იცი. ამიტომ ისეთი რამ არ უნდა გააკეთო, რომლის გადატანას და მიღებას ვერ შეძლებ. ბევრჯერ მინდოდა ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა, მაგრამ არ გავაკეთე და საბოლოოდ მივიღე ის შედეგი, რაც მივიღე. შესაძლოა, ეს ნაბიჯი ადრე რომ გადამედგა, მოვლენები ასე არ განვითარებულიყო,“ – ამბობს სალომე გოგიაშვილი.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილების კეთილდღეობაა. მისი თქმით, არ სურს საჯაროდ ისაუბროს იმ ტკივილზე, რაც გამოიარა, რადგან ეს შეიძლება ნეგატიურად აისახოს ბავშვებზე.
„ჩემთვის ახლა მთავარია, რომ ჩემი შვილები კარგად არიან და უყვართ ორივე – დედაც და მამაც. თუ მე დავჯდები და დეტალურად მოვყვები, რა მეტკინა და როგორ მეტკინა, ეს მხოლოდ მათზე იმოქმედებს ცუდად. როცა გაიზრდებიან, შეიძლება თავად მითხრან, რომ ასეთ სიტუაციაში ადრე უნდა წამოვსულიყავი,“ – ამბობს გოგიაშვილი.
მისივე თქმით, არასწორია შვილებისთვის ერთ-ერთი მშობლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შექმნა.
„ახლა წუწუნი უკვე გვიანია. ცხოვრებაში ბევრ მაგალითს ვხვდები, როცა პირველ რიგში საკუთარ თავში ვეძებ იმ შეცდომებს, რომლებმაც მოვლენები ასე განავითარა. შესაძლოა ეს მკაცრი მიდგომაა, მაგრამ პრობლემის ძებნას ყოველთვის საკუთარი თავიდან ვიწყებ,“ – აღნიშნა სალომე გოგიაშვილმა.