ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევრების ახალი კვლევის თანახმად, ყავის რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე და ნაწლავის მიკრობიომის შემადგენლობაზე.
კვლევაში 61 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. მეცნიერებმა სპეციალური ელექტრონული კაფსულა გამოიყენეს, რომელსაც მონაწილეები ყლაპავდნენ. მოწყობილობა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გადაადგილებისას ზომავდა ტემპერატურას, მჟავიანობასა და ნაწლავის შეკუმშვებს.
შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ დღეში 1-დან 5 ჭიქამდე ყავას, ნაწლავის მიკროორგანიზმების უფრო მრავალფეროვანი შემადგენლობით გამოირჩეოდნენ. ასევე, მათ აღენიშნებოდათ მსხვილი ნაწლავის უფრო აქტიური შეკუმშვები, რაც საჭმლის მომნელებელი პროცესისა და ნაწლავების რეგულარული მოქმედებისთვის მნიშვნელოვანია.
მკვლევრების განმარტებით, ნაწლავის აქტიურმა შეკუმშვებმა შესაძლოა შეკრულობის შემცირებასაც შეუწყოს ხელი. თუმცა, კვლევამ ჯერ ვერ დაადასტურა, რომ ეს ცვლილებები უშუალოდ ყავის მოხმარებით არის გამოწვეული.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, ზუსტად როგორ მოქმედებს ყავა ნაწლავის მიკრობიომსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.