ვწუხვარ საქართველოს სახალხო არტისტის, საპატიო თბილისელის, ყველასთვის საყვარელი პიროვნების, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო - კალაძე

კახა კალაძე

ვწუხვარ საქართველოს სახალხო არტისტის, საპატიო თბილისელის, ყველასთვის საყვარელი პიროვნების, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი დაკარგა ქვეყანამ.

„თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი დაკარგა ქვეყანამ, სამაგალითო მოქალაქე და კარგი თბილისელი - ჩვენმა ქალაქმა.

ვიზიარებ ბატონი ჯემალის ოჯახის წევრების, მისი კოლეგების, ქართული კულტურის წარმომადგენლების დიდ გულისტკივილს“, - წერს კახა კალაძე.

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“. 2022 წელს ჯემალ ღაღანიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.