მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ჯემალ ღაღანიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო. ჯემალ ღაღანიძემ თავისი გამორჩეული კეთილშობილებით, ნიჭითა და შემოქმედებით უამრავ თაყვანისმცემელს არაერთი საყვარელი პერსონაჟი აჩუქა. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.