1733824994
VIDEO: „როცა მე ეს ამბავი შემემთხვა, ქალბატონი თამარის დაბადების დღეზე ვიყავი“ - ნიკოლოზ წულუკიძის ემოციური ეთერი
3 მაისს, როცა მე ეს ამბავი შემემთხვა, ქალბატონი თამარის დაბადების დღეზე ვიყავი,- ამბობს ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„ქალბატონი თამარი ჩვენი სტუმარი დაახლოებით ერთი თვის წინ უნდა ყოფილიყო, როდესაც მისი დაბადების დღე იყო, 2 მაისს. 3 მაისს, როცა მე ეს ამბავი შემემთხვა, ვიყავი ქალბატონი თამარის დაბადების დღეზე. როცა რესტორანში ვისხედით თამარმა მკითხა, რაზე უნდა ვილაპარაკოთო? ერთხელ ჩემთვის ასეთი ფრაზა ჰქონდა ნათქვამი, როდესაც ექიმი გამოვიდა და მითხრა თქვენი შვილი გარდაიცვალაო, მე საავადმყოფოს დერეფანში გავედი და სარკის მოძებნა დავიწყეო, რომ ჩემი სახე დამემახსოვრებინაო, რომ თუ მერე თეატრში ან კინოში დამჭირდებოდა, ეს სახე დამახსოვრებული ყოფილიყოო.
გარდა იმისა, რომ ეს თამარის საოცარ არტისტობაზე მეტყველებს, მეტყველებს ასევე სხვა ბევრ რამეზე. ამ და სხვა საკითხზე ვსაუბრობდით რესტორანში 3 მაისს. როცა უკვე ჩემ ოჯახში ეს ამბავი მომხდარი იყო და მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, “- ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.