„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
აგრო, ეთნო, გასტრო და კულტურული ტურიზმით დაინტერესებულები თუ გურიისკენ გაეშურებით, მთიან სოფელ აცანას მიადგებით. სადაც ერთ-ერთ ოჯახში გურული მასპინძელი კესო მახარაძე გამოგეგებებათ.
ტაბერნეს ჭიშკარს რომ შეაღებთ, თქვენი მხედველობის არეალში უძველესი ოდა მოხვდება, სადაც გურული ყოფიერების ამსახველ საუკუნოვან ნივთებს ნახავთ.
გურული ტრადიციების შესაგრძნობად ოდაში დანთებულ ცეცხლზე, კეცზე მომზადებული ბრინჯულა – გურული ხაჭაპური დააგემოვნეთ.
ბრინჯულა ერთდროულად ხაჭაპურსაც მოგაგონებთ და ომლეტსაც, მაგრამ არც ერთია და არც მეორე. უფრო გემოთი ბლინია, კვერცხითა და ყველით.
ბრინჯულას სახელწოდებას კი გურულები ასე განმარტავენ: ეს იმ დროს უკავშირდება, როცა გურულები არა ხორბლის, არამედ ბრინჯის ფქვილს მოიხმარდნენ.