VIDEO: „გუჯა არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ბოლომდე გადახაზა ჩემი სიყვარულისთვის“ - თეა დარჩია მეუღლეზე

თეა დარჩია

მოცეკვავემ თეა დარჩიამ პირადი ცხოვრების შესახებ გოგოლა კალანდაძესთან „შუადღე Live“ – ის ეთერში ისაუბრა.

დარჩიამ საკუთარ ოჯახზეც ისაუბრა. მისი შეფასებით ცოლქმრობა ერთ უღელში ჩაბმას ჰგავს.

„ორივემ უნდა შეიბას უღელი, ცოლმაც და ქმარმაც. ეს უღელი უნდა ათრიოთ, ერთად ყოფნის, ჯახა-ჯუხის, კონფლიქტების, შერიგების, დაწყნარების, დამშვიდების, აფეთქების ფონზე.

სულ ჯახა-ჯუხია მთელი ცხოვრება, მაგრამ მოათრევ ერთ უღელს – შვილებს.

ბევრი კრიზისი გვქონდა, მაგრამ მე გადამარჩინა იმან, რომ დედური, ცხოველური ინსტინქტები აღმომაჩნდა.

100%-ით რომ მეგონოს მართალი ვარ, მე მოვიხდი ბოდიშს, ოღონდ ნუ იქნება ბუნტი.

მე შევურიგდები პირველი, ოღონდ ნუ იქნება დაძაბულობა…

არასოდეს სახლში არ ვიყავი ხოლმე, სიყვარული ხომ თავგანწირვაა, გუჯამ იცის რა არის სიყვარული, გუჯა არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ბოლომდე გადახაზა, ჩემი სიყვარულისთვის“, – ამბობს თეა დარჩია.