რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
1769883043
ახალი რეალითი შოუ „რუსთავის 2-ის" ეთერში - 3 თვის განმავლობაში 14 მონაწილის ახალი მისამართი "პრაიმ ჰაუსი" იქნება. ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
არხზე პირველი გადაცემა უკვე გამოჩნდა და მაყურებელმა პროექტის რამდენიმე მონაწილე უკვე გაიცნო.
ერთ-ერთი არის დიზაინერი კესო ბერუაშვილი. მან პირველივე დღეს ცხოვრებიდან ისეთი დეტალები გაამხილა, რაც მისმა მეგობრებმაც კი არ იცოდნენ.
„მყავს 4 და-ძმა, თუმცა არავის ვუყვები ხოლმე როგორც წესი ოჯახის შესახებ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ჩემი მეგობრები გაიგებენ, რომ სინამდვილეში არ მყავს მშობლები“,- ამბობს კესო ბერუაშვილი.