„ვფიქრობ, რთული ცხოვრება მაქვს, ბევრი შეცდომაც დავუშვი...“ - ნინო ქათამაძე

ქათამაძე

მომღერალი, ნინო ქათამაძე ქართულ სატელევიზიო შოუებს თითქმის არასდროს სტუმრობს და არც საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბრობს. მისი მეუღლე ექიმი დავით ლოლაძეა, რომელიც ფართო საზოგადოებამ სამედიცინო გადაცემა "ექიმებიდან" გაიცნო. დათოს და ნინოს ერთი შვილი, ნიკოლოზ ლოლაძე ჰყავთ.

ამჯერად მუსიკოსმა გადაცემაში "წითელი სკამი" საკუთარ ცხოვრებასა და შეცდომებზე ისაუბრა: 

„ვფიქრობ, რომ რთული ცხოვრება მაქვს და ამ რთული ცხოვრების პერიოდში ძალიან ძნელია, შეინარჩუნო ის ბავშვური აღტაცებები და გრძნობები, რაც ასე ძალიან გჭირდება მუსიკასთან ურთიერთობაში. სანამ მუსიკამდე მივდივარ, იმდენ რამეს ვაკეთებ, ასე მგონია, ზოგჯერ გზადაგზა მეკარგება გრძნობები. დამისვით კრიტიკული კითხვები, რომლებითაც შეიძლება გამოვფხიზლდე. ვარ ღია, რადგან მყავს 14 წლის შვილი. ვცდილობ, მასთან ურთიერთობაში ბევრი რამ ვისწავლო… მე სხვა ეპოქაში გავიზარდე, ბევრი შეცდომაც დავუშვი, მაგრამ საბოლოოდ, ამ გზას ერქვა მუსიკის გზა და შეცდომებმა მომცა ძალა, რომ სწორ, ანუ მუსიკის გზას დავდგომოდი…“ - ამბობს ნინო ქათამაძე. 

ასევე ნახეთ:

27 წლის ბიჭი, რომელსაც 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

„ბავშვებისთვის უთქვამთ, გაგასეირნებთო და მერე ნავიდან ჩამოუყრიათ“ - რა დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში დაკარგულ 16 წლის მოზარდზე

„+37 გრადუსი“ - როდემდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა საქართველოში - განახლებული პროგნოზი

ნახეთ, ვიდეო