სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
პატრიარქმა ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ისაუბრა და მრევლს ამ შიშისგან გათავისუფლება ურჩია. შიო მესამემ სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
დღესვე სამების ტაძარში, საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი გაიმართება. პატრიარქის ნათლული, ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები გახდებიან.
„წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნებაზე. ბოროტი სულები მიხვდნენ რა რომ დადგა დასასრული ამ საწყალ კაცზე ბატონობის, სთხოვეს უფალს ნება მიეცა ღორების კოლტში შესულიყვნენ. ეს ღორების კოლტი გადაეშვა კლდიდან წყალში და დაიღუპა. როცა მიიღო ეს ძალაუფლება, სხვა ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ ეს საწყალი პირუტყვი დაეღუპა. მით უმეტეს სძულს ადამიანი და რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, ზუსტად ასე მოექცეოდა. ქალაქის მცხოვრებლებმა ეს რომ გაიგეს, უფალთან შესახვედრად გამოვიდნენ და სთხოვეს, რომ შორს წასულიყო მათი ქალაქიდან. ფიქრობდნენ, ისედაც რამდენი ზარალი ვნახეთ ღორების კოლტის დაღუპვით, როცა შემოვა, რაღას იზამსო. ეს არის ანგარებიანი შიშის მაგალითი. ასეთი რამ ხდება, როდესაც ადამიანს ეშინია თავის სულში შემოუშვას ღმერთი. როდესაც ადამიანი ასე დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი შინაგანი სულიერი სამყარო არაფერმა შეაწუხოს, მაშინ ძალიან ემსგავსება გადარინელებს, რომლებმაც უფალს სთხოვეს მათ ქალაქს მოშორებოდა. ვეცადოთ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი“, - განაცხადა შიო მესამემ.