მაკაკა პანჩიზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

პანჩი

სათამაშო ორანგუტანგთან ჩახუტებული პანჩი, რომელიც მთელმა მსოფლიომ შეიყვარა, უკვე გაიზარდა. უცხოური მედიის ცნობით, ახლა ის მასზე ბევრად უმცროს მაკაკაზე ზრუნავს.

იჩიგავას ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, ეს პანჩის ცხოვრებაში ახალი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამით მაიმუნი ცდილობს ის გზა, რაც თვითონ გაიარა, პატარა მაკაკას თავიდან აარიდოს. პანჩი ხომ დედამ დაბადებისთანავე მიატოვა და არც ზოოპარკის სხვა ბინადრები იღებდნენ.

გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მას დაბადებიდანვე ადევნებენ თვალს, ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა იმის დანახვა, თუ როგორ ინტერესდება პანჩი ჯგუფის ახალი, მასზე პატარა წევრით.

კადრები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

✕