სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა.
შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამოსვლა და მესამე გამარჯვება იყო.
გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბის მთავრობას სიტყვით მიმართა:
„ერთ რამეს ვთხოვ აბუ-დაბის მთავრობას, ან ვისაც ეხება - გთხოვთ, გაათავისუფლოთ ეს ბიჭები. გამოუშვით გარეთ გთხოვთ. ჩვენ უბრალოდ მებრძოლები ვართ, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მინდა ისინი გამოუშვათ...“