აშშ-ის საავიაციო ადმინისტრაციამ ფრენებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა
1794636612
კოსმონავტების ქუჩაზე ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გია ძლიერაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე ლევან გელოვანმა სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. გამოძიების ვერსიით, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობა ოთხწლიან ქონებრივ დავას უკავშირდება. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით გამოცხადდა. 62 წლის ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
როგორც საქმის პროკურორი, მედეა ცირამუა აღნიშნავს, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა.
"სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და სწორედ ამ საფრთხეების მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენათუ კი სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა, ცხადია მათთან მიმართებაშიც შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა", - აცხადებს მედეა ცირამუა.