თუ ბავშვს მშობლებთან სძინავს, ეს ინფორმაცია აუცილებლად ნახეთ
1794605458
აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) ფრენების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმა. და ავიარეისების განახლების ნებართვა გასცა.
„მგზავრთა უსაფრთხოება FAA-ის უმთავრესი პრიორიტეტია. ფრენების განახლების ნებართვის გაცემამდე ჩვენი სისტემები საფუძვლიანად შევამოწმეთ, რათა დაგვედასტურებინა, რომ ისინი სტაბილურად მუშაობს და ოპერაციები საიმედოდ ხორციელდება. ფრენების ნაწილი უკვე განახლდა, მგზავრებს კი ფრენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ავიაკომპანიებთან დაკავშირებას ვურჩევთ“, - ნათქვამია აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ „განსაკუთრებული გარემოებებისა და უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე“ ქვეყნის მასშტაბით ყველა რეისზე საყოველთაო აკრძალვა დააწესა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფრენების შეფერხების მიზეზი სატელეკომუნიკაციო სისტემის დროებითი გათიშვა იყო.