1794648791
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
სხდომას ორივე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი ესწრებოდა.
პროკურატურამ ბრალი გუშინ სულ შვიდ პირს წარუდგინა, მათ შორის პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთა საქმეებსაც სასამართლო ცალკე განიხილავს. აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდება დაუმძიმდათ პატიმრებს - ვატო და შოთა ყიფიანებს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.










