„ვაჟამ პატარა გოჩას როლი ითამაშა ფილმში „მამლუქი“, გულიკოსაც თავისებური „მამლუქობა“ ერგო...“ - ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღთქმულ მიწას მიაბარეს

უა, კადრი ფილმიდან „მამლუქი“. მისი დის გულიკო ჯოჯუას საფლავი ისრაელში

რამდენიმე დღის წინ, ისრაელში, ქართველი ემიგრანტი გულიკო ჯოჯუა გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, 92 წლის ქალბატონი, რომელიც 12 მარტს ისრაელის წმინდა მიწას მიაბარეს, ფილმ „მამლუქის“ ერთ-ერთი პერსონაჟის, ვაჟა ჯოჯუას (პატარა გოჩა) უფროსი და იყო.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ქალბატონი გულიკოს სიძე, ავთანდილ რუსიშვილი ავრცელებს:

„ქალბატონი გულიკო (92) მივაბარეთ აღთქმულ მიწას. ალბათ, ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალბატონია, ვინც დღეს (12.03.24) დაიკრძალა, ამ უძველეს ბერძნული ორთოდოქსული ეკლესიის “Grotto of Gethsemane” სასაფლაოზე, ბერძნული ეკლესიის იერუსალიმის ეპარქიის პატრიარქის ნებართვით.

იერუსალიმის ჭიშკარმა, გზა გაუღო სასუფეველში, შორეული დიდი გზის სოხუმი - იერუსალიმი, ხშირად, არც ისე მშვიდი გავლის შემდეგ, რომელიც ქალბატონმა გულიკომ გაიარა.

P.S. მისი ოჯახის ცხოვრების ერთი ეპიზოდი გამახსენდა:

გულიკოს უმცროსმა ძმამ, ვაჟა ჯოჯუამ პატარა გოჩას როლი ითამაშა ფილმში „მამლუქი” ,

გულიკოსაც თავისებური „მამლუქობა” ერგო, ცხოვრებამ საყვარელ სოხუმს მოწყვიტა და აღმოსავლეთში, ისრაელთა მიწაზე დაასვენა….სოხუმზე ფიქრით და ნატვრით,“ - წერს ავთანდილ რუსიშვილი.