რეჟისორი გიორგი კაჭარავა და  წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი

1728061200

EXCLUSIVE: „მშვიდად ვუყურებ, ვიცი, რომ პროექტის დაწყება, მისი ხელდასხმით მოხდა“- ქართველი რეჟისორი მამა გაბრიელზე მხატვრულ ფილმს იღებს

„უწმინდესთან შეხვედრაზე რომ ვიყავი დამლოცა და მითხრა, აბა შენ იციო. ახლაც კარგად მახსოვს ის ინტონაცია, თურმე რამდენი ბრძოლა უნდა გადამეტანა, მაშინ ვერ მივხვდი მის სიტყვებს. თურმე მეუბნებოდა, აბა შენ იცი, თუ შენ ამას გაუძლებო... წინ 12 წლიანი ბრძოლა მელოდებოდა...“ - რეჟისორი კაჭარავა. ქართველი რეჟისორი გიორგი კაჭარავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა - კურთხევით (2016 წლის 19 თებერვალი), კულტურის სამინისტროს და და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იღებს მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმს „ბრძოლა - ბერი გაბრიელი“.გია კაჭარავა არის რეჟისორი და ავტორი პოლიტიკური ტელესერიალის - „დიდების ზღაპარი". ავტორი რომანების - „განკითხვის დღე" და „პილატე და კაიაფა", წიგნების - „ვინ არის იესო ქრისტე", „ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა აღსრულება".2007 წლის აპრილის თვეში რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) დააფუძნა საკუთარი კინოსტუდია "LILAYMA". გენერალური დირექტორი სტუდიების: „სინემაგია" და „გი ემ სინემა". თავისივე სცენარით გადაიღო ფილმები: „ბლუზი" (1994), „დონ ჟუანის დაბადება" (1995), „მაიტა ნასოსი" (ს. ჯაჭვლიანთან ერთად, 2010), „თოჯინების ქალაქი", „ბალანსი ანუ ჩაო ჯორდანო", „კაცი", „პრეზიდენტის არჩევანი". მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარი ფილმისთვის "იასამანი" (ი. ჩაჩანიძე, დასრულებულია) და „ორმაგი სახე" (ლ. ანჯაფარიძე, 1997).ბ-ნი გიორგი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს არის პირველი მხატვრული ფილმი მამა გაბრიელ აღმსარებელი -სალოსის (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, სცენარის მიხედვით, ფილმში მისი დაჭერის, წამების და ათასი უბედურების ფაქტებია: 12 წელია ამ ფილმის გადაღებისთვის ვიბრძვით. კონკურსზე მივიღეთ მონაწილეობა, ძალიან ობიექტურად შეირჩა ჟიურიც, როგორც კულტურის სამინისტრო, კინო ცენტრიც გვერდით დაგვიდგა. ეს იქნება პირველი ქართული მხატვრული ფილმი ბერი გაბრიელის ცხოვრების შესახებ და რიგით მეათე, ჩემს ფილმოგრაფიაში. რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ შესარჩევი ტურები, მალე ბავშვების კასტინგსაც ვიწყებთ. სცენარის ავტორი თავად გახლავართ. სცენარის მიხედვით, ფილმში გამოყენებულია, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, მამა გაბრიელის ეპოქალური ფაქტები.ცნობილია მამა გაბრიელის ცხოვრების ბოლო წლები, მაგრამ მისი წარსული, ცოტა ადამიანმა თუ იცის. 36 წლის ბიჭი იყო, როცა 1 მაისის დემონსტრაციაზე, ლენინის პორტრეტი საჯაროდ დაწვა.ეს რას ნიშნავს, შეიძლება ახალმა თაობამ ვერ გაიგოს, მაგრამ ამის გაკეთება, იმ პერიოდში, საოცარი გამბედაობა იყო. ამ საქციელის გამო, მამა გაბრიელს უმაღლესი სასჯელი, დახვრეტა მიუსაჯეს.ფილმის სცენარიც, სწორედ ამ პერიოდს ეხება, ძირითადი თემა მისი დაჭერის, წამების და ათასი უბედურების ფაქტებია. 12 წელია ამ ინფორმაციებს ვაგროვებთ, საკმაოდ ბევრი მოვიძიეთ.- სავარაუდოდ, ფილმის გადაღებები ბერი გაბრიელის კელიაშიც იქნება...ჩვენ არ ვეხებით წმინდანის ცხოვრების და მოღვაწეობის ბოლო წლებს, ამიტომ კელიაში გადაღება, საჭიროებას არ წარმოადგენს.სცენარის მიხედვით, ფილმში წარმოდგენილი იქნება, როგორ და რა გზაზე დააყენა უფალმა, როცა გადაწყვიტა დაჰპირისპირებოდა ამ ბოროტებას, როგორ გაიარა ეკლიანი გზა, როგორ აწამებდნენ - ეს არის 60 -იანი წლების, ნიკიტა ხრუშჩოვის (1953 - 1964) ყველაზე მძიმე, გარდამავალი ეპოქა. ეს ის დროა, როცა ქრისტიანობის მოსპობას აპირებდნენ. - არც დედა პარასკევა იქნება ფილმში მოხსენიებული?მართალია ეპიზოდურად, მაგრამ სცენარში არის და ფილმშიც იქნება, ისევე როგორც სამთავროს დედები. ბევრმა ადამიანმა იცის მამა გაბრიელის სიცოცხლის ბოლო წლები, დოკუმენტური კადრებიც კი არსებობს, ამის ხელახლა დემონსტრირება, არ იქნება საინტერესო.  ყველაზე მეტად, ჩემთვის საინტერესო მამა გაბრიელ სალოსის განვლილი ეპოქაა.კარგად მახსოვს 60 -იანი წლები, სკოლაში „ბიტლზის“ ფოტო მივიტანე და კინაღამ „დამხვრიტეს“. ასეთ დროს, ლენინის პორტრეტს რომ შეხებოდი და თან დაგეწვა, ამას ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდებოდა.ბევრმა ქვეყანამ იცის ბერი გაბრიელ სალოსის შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნები, უკეთ გაეცნობიან მისი ცხოვრების განვლილ წლებს. ძალიან რთული და მძიმე სურათია, მაგრამ საინტერესო.- როგორც ამბობთ, ფილმი წმინდა გაბრიელის რეალურ ცხოვრებაზეა აგებული, როგორ შეძელით სრული ინფორმაციის მოძიება...დიდი ხანია ამ თემაზე ვმუშაობთ, ყველა ფაქტი გადამოწმებული გვაქვს, ბევრმა ადამიანმა, ამბების გაზვიადებული მოყოლა იცის, ამიტომ ყველას ვერ ენდობი. უშიშროების ყოფილ თანამშრომლებთანაც კი გვქონდა შეხება, რომლებიც იცნობდნენ და ახსოვთ იმ პერიოდის ამბები.- თუ საიდუმლო არ არის, ვინ არის მამა გაბრიელის როლზე დამტკიცებული...ბევრი ცნობილი მსახიობი შევარჩიე ფილმისთვის, მაგრამ მამა გაბრიელის როლზე, ჯერ არავინ არის დამტკიცებული. მამა გაბრიელის ახალგაზრდობის ფოტო რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ ძალიან უცნაური სახე აქვს, არც ერთი მისი ფოტო არ ჰგავს ერთმანეთს, რთულია მისი არჩევა.ჩვენ უფრო ვეძებთ მსახიობს, ვიდრე ფიზიოლოგიურ მსგავსებას, რა თქმა უნდა, გარკვეულ დეტალებსაც დავიცავთ. ძალიან რთული იქნება მსახიობის ხელოვნება, როცა მან უნდა შეძლოს, რომ აჩვენოს სიბრძნე, სალოსობა, სასოწარკვეთილება, ზეაღმატებული სიხარული, ეს მსახიობისთვის არის „საცურაო ოკეანე“, ძალიან რთული ასარჩევია.- თან ახალგაზრდაც უნდა იყოს...მართალია, ი პერიოდში ასაკით ახალგაზრდა იყო - 36 წლის, მაგრამ ძალიან მოტეხილი იყო, ვინც იმ პერიოდში იცნობდა, ყველას უკვირს მისი ასაკი, გამოიყურებოდა, როგორც 50 წლის კაცი. წამებული ცხოვრება ჰქონდა და თავისთავად, ფიზიკურად უფრო დიდი ასაკის შესახედაობა ჰქონდა.კინოცენტრმა და კულტურის სამინისტრომ რაც შეეძლო, ყველაფერში დაგვეხმარა, მაგრამ  ჩვენი ბიუჯეტი, არ არის საკმარისი ფილმის გადაღებისთვის. ვცდილობთ, რომ სპონსორები მოვიზიდოთ, ვთხოვ ბიზნესმენებს, გვერდში დაგვიდგნენ. საბანკო ანგარიშები გვაქვს, მაგრამ გამოქვეყნებაზე, ამ ეტაპზე თავს ვიკავებდით.- დარწმუნებული ვარ, ფილმის პრემიერას, არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ბევრი დაელოდება, ვფიქრობ, ქველმოქმედებაზე ბევრი მსურველი იქნება...არ გამოვრიცხავ, ზოგს სპონსორობა, ზოგს ქველმოქმედება შეიძლება მოუნდეს, ათასი მიზეზი შეიძლება იყოს გამომდინარე იქიდან, რომ ფილმი არის ეპოქალური, კოსტიუმირებული, ტექნიკურად გასამართი, ძალიან რთული გასაღები სურათია და თანხებიც საკმაოდ ბევრი იქნება საჭირო.რა ბიუჯეტიც გვაქვს, მსახიობების ხელფასებს ყოფნის, მაგრამ უამრავი პრობლემაა. ამ ფილმს აუცილებლად ნახავს ბევრი მართლმადიდებელი ქვეყანა, ამიტომ მინდა, რომ კარგად წარმოვაჩინოთ, არ თქვან კარგი სურათია, მაგრამ დაბალბიუჯეტიანი ფილმიაო, რატომ უნდა გადაიღოს საქართველომ „ღარიბული“ ფილმი!ყველას მოვუწოდებთ, გვერდზე დაგვიდგნენ, შეგვეწიონ, ერთი ლარის შემოწირვა ბევრ ადამიანს შეუძლია, ერთმა მილიონმა კაცმა რომ თითო ლარი შემოგვწირონ, არაფერი დააკლდებათ, ქვეყნისთვის კი დიდი საქმე გაკეთდება. ყველაფერს ძალიან მშვიდად ვუყურებ, ვიცი რომ პროექტის დაწყება, მამა გაბრიელის ხელდასხმით მოხდა. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ვნერვიულობ.ძალიან ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა ამ ფილმის გადაღებისთვის, 12 წლიანი ბრძოლა გადავიტანეთ, უწმინდესთან შეხვედრაზე რომ ვიყავი დამლოცა და მითხრა, აბა შენ იციო.ახლაც კარგად მახსოვს ის ინტონაცია, მაშინ ვერ მივხვდი მის სიტყვებს - თურმე მეუბნებოდა, აბა შენ იცი, თუ შენ ამას გაუძლებო, წინ 12 წლიანი ბრძოლა მელოდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ამდენი ხნის მერე ვიწყებთ კინოს გადაღებას. სახელწოდებაც ასეთია „ბრძოლა - ბერი გაბრიელი“. ფილმის სრული ბიუჯეტის შესავსებად შემოწირულების მსურველთათვის გახსნილია სპეციალური საქველმოქმედო ანგარიში -  „საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი - BAGAGE22 ანგარიშის ნომერი - GE19BG0000000601271943დანიშნულება - ფილმის მარდაჭერაპარტნიორობის და სპონსორობის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ. 599 75 28 18. მეილი - giacinemagia@gmail.com

მუსიკოსი ფანდურა ბექაური

1728057621

„ეს სიმღერა მთელი ემოციით, სიდინჯით და გულით შევასრულე“- რას ურჩევს მუსიკოსებს ფანდურა

„მეფანდურეს ვერ ვუწოდებ იმ ადამიანს, თუ გულით არ უკრავს. ფანდური უნდა შეიგრძნო, თითოეული ნოტი და სიმი...“- ფანდურა.36 წლის ახალგაზრდა მუსიკოსი ფანდურა, იგივე გიორგი ბექაური, პროფესიონალი მეფანდურეა. შეგახსენებთ, რომ  საქართველოში ორი ფანდურაა, ორივე მუსიკოსი, რომლებიც ხშირად ერთმანეთში ერევათ.რამდენიმე ხნის წინ, სოციალურ ქსელში, ფანდურას კიდევ ერთი ახალი სიმღერა გავრცელდა, რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა:ფანდურა ბექაური: ჩემი ახალი სიმღერა - „დარჩი ჩემთან“, სიყვარულზეა, რომლის ტექსტის ავტორი გახლავთ მზაღო ოსიშვილი, მუსიკა კი, მე მეკუთვნის.ეს სიმღერა მთელი ემოციით, სიდინჯით და გულით შევასრულე. ყველას ხელოვანს და მუსიკოს ვერ ვუწოდებ, თუ გულით არ მღერის, პუბლიკასთან შორს არის.ყველას ვურჩევ ხელოვნებას სინდისით, პატიოსნებით მოემსახურონ და ყოველთვის წინ წავლენ, თავის მონდომებით. 

მუსიკოსი ფანდურა ბექაური და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური

1726761050

Exclusive: „ლაშა ამას არ იმსახურებს... ერთი განცხადების გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა...“- ფანდურა ბექაური ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონზე

ქართველი ძიუდოისტი, ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, ლაშა ბექაური ჩემპიონის ტიტულს პარიზშიც დაეუფლა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. 13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა. ათონელის რეზიდენციის წინ გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა პარალიმპიურ და ოლიმპიურ პრიზიორებს, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრებს.დაჯილდოების შემდეგ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, მედიასთან განცხადება გააკეთა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან, უკმაყოფილება მოჰყვა.„ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი,”- განაცხადა ბექაურმა.ამასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ ჩემპიონის ბიძაშვილს, მუსიკოს ფანდურა ბექაურს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ლაშას მიმართ, მიზანმიმართული ბულინგი ხორციელდება:ფანდურა ბექაური: - ასეთ  ზეწოლას და კომენტარებს, ნამდვილად არ იმსახურებს ლაშა. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ქართველები და საქართველო ესახელებინა. ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რომ ვიღაცები აბულინგებენ და უაზრო რეპლიკებს ისვრიან, თითქოს თავად ლაშაზე მეტი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის.ამ ბიჭმა ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი თქვა სპორტშიც და თავის ქვეყანაშიც, საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო - 23 წლის ასაკში, ორი ოლიმპიადა მოიგო.როგორც ყველა ადამიანს, ლაშას თავის ინდივიდუალური აზრი გააჩნია. ერთი განცხადების გამო, ბულინგის მსხვერპლი გახდა, როცა აქამდე, ყველა ტაშს უკრავდა.- მიზეზი პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადებაა, სადაც ამბობს - „ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს“...რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ ამის გამო, მედალი და ღირსების ორდენი უნდა ჩამოართვან. ჩამოართვან, ლაშას იმდენი გულშემატკივარი ჰყავს, არ იქნება პრობლემა! ლაშამ ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა, ისეთი ხალხი წერს ნეგატიურ კომენტარებს, დარწმუნებული ვარ, არც სპორტი იციან და არც პოლიტიკა.ლაშას ბავშვობიდან ვიცნობ, მთელი ცხოვრება სპორტზე იყო ორიენტირებული, სპორტისთვის არის დაბადებული, როგორც ვიცი, ჯერჯერობით პოლიტიკაში, არანაირი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს, წინ კიდევ ორი ჩემპიონატი აქვს მოსაგები. დიდი მიზნები აქვს, დარწმუნებული ვარ, მოიგებს.- კომენტარებში იმასაც წერენ, ბევრი ქართველის სათქმელი თქვაო...გეთანხმებით, ნამდვილად ასეა! ძალიან ბევრი ქართველის სახელით თქვა, როგორც სპორტში, ასევე თავის კარიერაში. არ მახსენდება, რომ 23 წლის ასაკში, ვინმეს ორი ოლიმპიადა მოეგოს. ეს გააკეთა ლაშა ბექაურმა. რაც ძალიან დიდი მიღწევაა, სამშობლოსთვის და ქართველებისთვის. ლაშა მთის კაცია, როცა იბრძვის, მთის ჟინი ეხსნება. ძალიან ემოციურია, იქაც ეტყობა რომ მთის კაცია.იმ ქართველებს მოვუწოდებ, ვინც მის მიმართ, უაზრო კომენტარებს წერდა! უკან გაიხედეთ, რამდენი რამე გააკეთა ლაშამ. ოლიმპიადიდან რომ ჩამოფრინდა, უამრავი ადამიანი ტაშს უკრავდა, ალბათ ეგენიც ლანძღავენ - არ აპატიეს, პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადება!ზურგი შეაქციეს? არა უშავს, ლაშა მაინც თავისას მიაღწევს. ყოველთვის და ყველგან ასახელებს თავის საქართველოს და გუდამაყარს.23 წლის ბიჭმა, ორი ოლიმპიადა მოიგო, კიდევ ორი აქვს მოსაგები და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დაასრულებს. კარგ ოჯახში გაზრდილი ბიჭია, თბილი, ტკბილი, ეკლესიური, მთელი ოჯახი ღვთის შვილები არიან.რა განცხადებაც გააკეთა ლაშამ, ვიცი რომ გააზრებულად გააკეთა, აზრიანი ბიჭია, ტყუილად არაფერს იტყვის. რასაც ამბობს, ჯერ კარგად გეგმავს და შემდეგ ასრულებს.ჩემი ალალი ბიძაშვილია. დედოფლისწყაროში, სოფელ არხილოსკალოში დაიბადა. მთა მაინც თავისას შვება, ძლიერი ხასიათი აქვს. ლაშა მოჭიდავეა, თან ვაჟკაცი, მიზანდასახული ადამიანია, მთაც დიდ ძალას აძლევს, ღვთის რწმენა აქვს - სწამს ღმერთის და სალოცავის.ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავოს! მომავალ წელს, კიდევ რომ მოიგებს ოლიმპიადას, იგივე განმეორდება, იგივე ხალხი დაუკრავს ტაშს.ლაშა ამას არ იმსახურებს! ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, პერტიაშვილმა და ტალახაძემაც თავის გზა აირჩია. არავის აქვს ბულინგის და ქილიკის უფლება, ვისი რა საქმეა, სპორტში დარჩება თუ მუსიკას აირჩევს.25 წელია რაც ხელოვნებას ვემსახურები, ბევრჯერ შემოუთავაზებიათ ჩემთვის პოლიტიკაში წასვლა, მაგრამ ყოველთვის თავს ვიკავებ, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ვჭირდები ხელოვნებას.ბედნიერებას ვუსურვებ ლაშას როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. როგორც საქართველო გაახარა, ისე თავის თავი გაებედნიერებინოს.  

საკვირველმომქმედი ხატი "იერუსალიმის დედოფალი" და საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" 

1726254321

„უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს... დიდ დღესასწაულს გიმზადებთ“- სად და როდის იქნება გამობრძანებული „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" და „იერუსალიმის დედოფალი"

„დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” - ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „დედოფალი“, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ უბანში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული.მას ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი აბსოლუტური ანალოგია ივერიონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც „პორტაიტისა“ ეწოდება.წმინდა დედოფლის ხატი, რომელსაც უამრავი სასწაული უკავშირდება, ასევე სასწაულებრივად თავად ირჩევს, სად მიბრძანდეს - იქნება ეს ტაძარი, თუ კონკრეტული ადგილი, რათა მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება მიეცეთ.ათონურ სიწმინდეთა ძალით შემოსილი ხატი - „დედოფალი“ უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მოილოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ და „სიხარულის მომნიჭებელი“ უწოდა - ხატი საკვირველმომქმედი  და მსწრაფლშემსმენელია.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მცველები, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის - „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" გამობრძანების შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ავრცელებენ:„გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს.გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ განცხადებას.ჩვენ კიდევ ერთი დიდი დღესასწაული მოგიმზადეთ მამა გურამთან ერთად.21 სექტემბერს დიდ დღესასწაულს გიმზადებთ. საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" და იერუსალიმის პატრიარქის, უნეტარესი თეოფილე მესამის მიერ საქართველოში გამოგზავნილი საკვირველმომქმედი ხატი "იერუსალიმის დედოფალი" გამობრძანებული იქნება ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლება, წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12 საათიდან 17 საათამდე.ამჯერადაც ხატების გამობრძანებისას შესაძლებლობა გექნებათ, ანთებული კანდელიდან სნეულთა საკურნებლად უსასყიდლოდ წაიღოთ კანდელის ზეთი, რომელიც უამრავი ადამიანის გადამრჩენელი გახდა დღევანდელ დღემდე. ( ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები, რითაც ამოვიღებთ ზეთს და გაგატანთ). ტაძარში იქნება დაუჯდომლებიც, ხატის ასლებიც, რომელნიც უდიდეს საკვირველებას ახდენენ აგერ უკვე მეათე წელია და თქვენს ოჯახებში უმეტესი თქვენგანი გრძნობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანუგეშებელ თბილ ხელს.მათ ვისაც კვლავ გადაწყვეტილი გაქვთ თქვენ სახელზე კანდელში ენთოს ზეთი და თქვენი შესაწირი გაუნაწილოთ მრევლს, ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ მოიტანოთ ჩვენთან, ხატის მცველებთან, რათა დავიცვათ მაქსიმალურად წესრიგი. დღის მანძილზე გვექნება არაერთი ჩართვა იერუსალიმის ეკლესიიდან და სწორედ ამიტომ, ზედმეტი რამ რომ არ ხვდებოდეს თვალს, თქვენი შესაწირი მალევე დატოვეთ ჩვენთან.როგორც ყოველთვის, ახლაც დაიძვრება მთელი საქართველო, უამრავი ადამიანი ჩამოვა რეგიონიდან, როგორც უკვე გინახავთ, მოჰყავთ სნეულები კლინიკებიდანაც ზოგი საკაცით, ზოგი ეტლით, მაგრამ როგორც უკვე იცით, არავინ დარჩებით ისე, ვინც ხატს ვერ მოილოცავთ შესაბამისად, ტრადიციისამებრ დავიცვათ სიმშვიდე და რიგში დგომის დრო გამოვიყენოთ ლოცვისთვის.აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი, რადგან. მუდამ ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს და განსაკუთრებულად ისინი, ვისაც სნეული ჰყავთ და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან დღეს. მომდევნო გამობრძანება მალევე ვერ იქნება გარკვეულ მიზეზთა გამო.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა.მცველნი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა"დედოფალისა - სიხარულის მომნიჭებელისა"გიორგი და ზურაბი“.

ზესტაფონის ახალგაზრდული თეატრ-სტუდიის  „მართვე" ხელმძღვანელი ზურაბ აბესაძე

1726166299

Exclusive: „ზესტაფონი თეატრალური ქალაქია, დიდი სერგოს და უშანგის შემდეგ, ეს ტრადიცია, არ შენელებულა...“ - რეჟისორი ზურაბ აბესაძე

„თეატრი ჩემთვის სხვა სამყაროა... დავდივარ და ალბათ სხვაგან ვერ წარმომიდგენია. რენე აბესაძე მამაა ჩემი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რამაც განაპირობა მთელი ჩემი ცხოვრების შეცვლა... ძალიან მიყვარს ჩემი ზესტაფონის მაყურებელი, ვინატრებდი, რომ ბოლომდე მყავდეს“...- ზურაბ აბესაძე.რეჟისორმა ზურაბ აბესაძემ, რამდენიმე წლის წინ, ზესტაფონის ახალგაზრდული თეატრ - სტუდია ჩამოაყალიბა, სადაც 13-14 წლიდან, ყველა მოსწავლეს შეუძლია სწავლა. მსახიობი „პრაიმტაიმს“ მისი შექმნის ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრება:ახალგაზრდული თეატრ - სტუდია „მართვე", 80 -იან წლებში, მამამ, რენე აბესაძემ ჩამოაყალიბა, დაახლოებით 3 წელია, რაც ამ სტუდიას ვხელმძღვანელობ. სახელი იგივე დავტოვე, არ შემიცვლია.სამწუხაროდ, მამა, 2011 წელს საკუთარ კაბინეტში გარდაიცვალა. თეატრში იმყოფებოდა, როცა ცუდად გახდა, თრომბი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  „მართვეს“ აღდგენის იდეა, ძირითადად, რენეს ახლო მეგობრის, ზესტაფონის კულტურის და  შემოქმედების ცენტრის ხელმძღვანელ,  ბ-ნ ომარ გველესიანს ეკუთვნის. მან თავად შემომთავაზა, შეგვექმნა ახალგაზრდული სტუდია, რომელიც რენე აბესაძის სახელობის იქნებოდა. რა თქმა უნდა, საკრებულოზე გაიტანეს და დაამტკიცეს. რადგან მამას ჩამოყალიბებული სტუდიაა, ამიტომ მისი სახელობისაა.უკვე მესამე წელია, რაც სპექტაკლებზე აქტიურად ვმუშაობთ, სტუდიაში დაახლოებით, ისეთივე სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეატრალურ უნივერსიტეტში - მეტყველება, სამსახიობო ოსტატობა, სასცენო მოძრაობები. ძალიან ბევრი ბავშვი დაინტერესდა და ჩვენ სტუდიას მიმართა, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან მეტად დაკავდებიან.- რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს?მეშვიდე კლასიდან ზევით, ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა, რა თქმა უნდა, ყველა პროფესიონალი მსახიობი ვერ გამოვა, მაგრამ კუთხურ კილოს მოიხსნიან, ლიტერატურული საუბარი და ნორმალური მეტყველება ჩამოუყალიბდებათ.შეიძლება სპექტაკლში არც დაკავდნენ, მაგრამ ბევრ რამეს სწავლობენ, ზოგი მსახიობობაზე ფიქრობს, ნაწილი სხვა პროფილით აგრძელებს სწავლას.- იყვნენ მსურველები, ვინც თეატრალურ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა?წელს, ჩვენმა რამდენიმე მოსწავლემ ჩააბარა თეატრალურ უნივერსიტეტში: გიორგი სირბილაძემ - სამსახიობო ფაკულტეტზე, მერაბ ზუზაძემ - თეატროლოგიაზე, მარიამ კვეტენაძემ კი, ხელოვნებათმცოდნეობაზე.ბევრი ბავშვია, რომლებსაც თეატრალურში უნდა ჩაბარება. ნაწილი, სხვა პროფილით ირჩევს სწავლის გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ  სამსახიობო ნიჭი აქვს. მთავარია, რომ ეს პროცესი დაიწყო და ბევრი მსურველია.- სპექტაკლებში, ბევრი არაპროფესიონალი მსახიობი გყავთ მიწვეული...ერთ-ერთი ზესტაფონის საჯარო სკოლის პედაგოგი იოსებ ჟღენტია. სოსო ჩემი ახლო მეგობარი და ზესტაფონში საკმაოდ დიდი ავტორიტეტი, საუკეთესო პედაგოგია და თითქმის ყველა იცნობს, მიუხედავად მისი პროფესიისა, ძალიან ნიჭიერი მსახიობიც აღმოჩნდა. ჩემ ერთ-ერთ სპექტაკლში -  „საბრალდებო დასკვნა“ ქალაქიდან მოვიწვიე იოსებ ჟღენტი და თეატრიდან  პროფესიონალი მსახიობი.ძალიან კარგი ტანდემი შედგა. რომლის პრემიერა ზაფხულში იყო, მაგრამ 12 სექტემბერს ისევ ვიწვევთ მაყურებელს. თეატრალურ სეზონს, ლ. თაბუკაშვილის პიესით - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ გავხსნით.იოსების შვილიც, გიგი ჟღენტი, ჩვენ სტუდიაში სწავლობს, ერთ-ერთ სპექტაკლში, მთავარ როლზე მყავს დამტკიცებული და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერ გეტყვით პიესის სახელწოდებას.ლ. თაბუკაშვილის პიესა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, დღემდე ანშლაგით მიმდინარეობს. კოკას როლს, ძალიან ნიჭიერი ბიჭი, გიორგი სირბილაძე თამაშობს, რომელმაც წელს, თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იმდენად კარგად შეასრულა ეს როლი, სპექტაკლმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, ყველა ბილეთი გაიყიდა.პირველად სპექტაკლში - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, კოკას როლი, უნიჭიერესმა მსახიობმა, ბ-ნმა რეზო ჩხიკვიშვილმა შეასრულა. ძალიან დიდი სურვილი გვინდოდა რეზოს მიწვევა პრემიერაზე, მაგრამ  სამწუხაროდ, საქართველოში არ იმყოფებოდა, ძალიან გაგვიხარდება, თუ როდისმე გვეწვევა.- ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სეზონი, მიუზიკლის - „ყვარყვარე თუთაბერი“ პრემიერით დასრულდა, სადაც თქვენც მონაწილეობთ...სპექტაკლი, ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ვატო ჯუღელმა დადგა, სადაც „კეთილი გამომძიებლის“ როლს ვასრულებ. მიუზიკლში, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდები, მიწვეული იყო, ჩემი ორი მოსწავლე „მართვედან“ - მერაბ ზუზაძე და გიორგი სირბილაძე, რომლებიც წელს თეატრალურის სტუდენტები გახდნენ. თითქმის მთელი ქალაქი, თეატრალური ცხოვრებით არის დაკავებული.- სასიხარულოა, რომ უამრავი მაყურებელი ჰყავს თეატრს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ანშლაგი, მსახიობების დამსახურებაა...გეთანხმებით, ნამდვილად კარგი მსახიობები გვყავს. ტრადიციულად, ზესტაფონი თეატრალური ქალაქია, დიდი სერგოს (ზაქარიაძე) და უშანგის (ჩხეიძე) შემდეგ, ეს ტრადიცია, არ შენელებულა. ზესტაფონს ჰყავს ისეთი დასი, რომელიც თავის სიტყვას ამბობდა, ამბობს და მომავალშიც იტყვის. .ბევრი ცნობილი მსახიობი ჰყავდა და დღესაც ჰყავს ზესტაფონს, რომლებიც უამრავ ფილმში და სერიალში მონაწილეობენ.- ტერიტორიულად სად მდებარეობს თქვენი სტუდია?თეატრალური სტუდია „მართვე“, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში მდებარეობს, სადაც ჩვენი სცენა და დარბაზი გვაქვს. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა პრობლემებიც არის, მათ შორის ფინანსურიც, მაგრამ სავარაუდოდ მოგვარდება.თეატრი და კულტურის ცენტრი, ყოველთვის გვერდში გვიდგას, მაგრამ სპექტაკლს უამრავი რამე სჭირდება - პირველ რიგში ფინანსები, სცენოგრაფია, დეკორაციები, რეკვიზიტები, კოსტიუმები.თეატრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ფინანსების მხრივ ძალიან გვიჭირს. ზესტაფონის მერის ბ-ნი ვასო გველესიანის თანადგომით შეიქმნა ჩვენი სტუდია, სწორედ მისი ინიციატივით გაიტანეს საკრებულოზე. ფინანსურ თანადგომასაც გვპირდებიან, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!- თუ საიდუმლო არ არის, რამდენია სწავლის გადასახადი? თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ სტუდიაში სწავლა უფასოა! ბევრი ბავშვია დაინტერესებული და ვისაც სურვილი აქვს, ყველას შეუძლია სწავლა. ეს, ყველაზე დადებითი მხარეა ჩვენი მხრიდან.- მოგვიყევით სამომავლო გეგმებზე... სექტემბრიდან ახალ პიესაზე ვაპირებ მუშაობის დაწყებას, სახელწოდებას, ამ ეტაპზე, საიდუმლოდ დავტოვებ. ექვსი სპექტაკლი გვაქვს დადგმული, ბევრი ახალი მოსწავლეა და ვფიქრობ, ახალ სპექტაკლში, ვინ როგორ დავაკავო.  

 წმინდა იოანე ღვთისმეტყველი

1716313671

„გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“- დღეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა

დღეს, 21 მაისს სიყვარულის დღეა, რადგან სიყვარულის მქადაგებელი მოციქულის - წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა.ის იყო კაცობრიობაში პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა საოცარი სიტყვები, სიტყვები რომელზედაც დაფუძნებულია მთელი ჩვენი სარწმუნოება, სიტყვები რომელნიც მთელი სისრულით მოგვითხრობენ უფლის შესახებ - „ღმერთი სიყვარული არს!" - წერს სახარებაში იოანე მახარებელი.მაშ, ყური ვუგდოთ ღვთის რჩეულს - შევიყვაროთ ერთმანეთი, რათა მივუახლოვდეთ უფლის არსს, შევიგრძნოთ ჭეშმარიტი სიხარული და მარადისობის დღესასწაული - დღესასწაული სიყვარულისა!  - „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ - (იოანე 15,12) „იყუარებოდეთ ურთიერთას" - ქადაგებდა იოანე მახარებელი.წმინდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა.ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და „მოწაფე იგი, რომელი უყუარდა", დედას უთხრა: - „დედაკაცო, აჰა ძე შენი!" შემდეგ კი იოანეს უთხრა: - „აჰა დედაჲ შენი!" (იოანე 19,26-27).ამ დროიდან მოყოლებული, ნეტარი მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმინდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.იოანე მახარებელი უპირატესად, სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძურებამ ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა.იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე, მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდობა დაეცვათ და ერთმანეთი ჰყვარებოდათ.იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა სასუფეველს შეერთო.ზედწოდება „ღვთისმეტყველი" წმინდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან, მხოლოდ, წმინდა იოანეს - ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს მიაკუთვნა.„შვილნო, გიყვარდეთ ერთმანეთი", - წმინდა იოანეს ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ მოისმენენ მორწმუნენი, ახლა უკვე ბოლო ჟამს.როგორც წმინდა ანდრია სალოსი ბრძანებს, უფლის მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს გამეფებისას, წმინდა ელიასა და ენუქთან ერთად წმინდა იოანეც მოევლინება ცოდვილ კაცობრიობას, განამხნევებს ქრისტიანებს და ამხელს ანტიქრისტეს (წმინდა თეოდოსი იერუსალიმელი აზუსტებს, წმინდა ელია და ენუქი ანტიქრისტიანულ ქვეყნებში იქადაგებენ, წმინდა იოანე კი კავკასიაშიო), მის ხელთაგან მიიღებენ სიკვდილს და ანტიქრისტე მათ სხეულებს „უბანთა ზედა" დაყრის; ასე იქნებიან სამდღე-ნახევარი, შემდგომ კი უფალი მკვდრეთით აღადგენს მათ და თავადაც მალე მობრძანდება დიდებით..წმინდა იოანე არის - ერთგულების, სიმამაცის მოციქული. ჯვარცმისას უფალი ყველამ მიატოვა, ყველა განუდგა, მაგრამ წმინდა იოანე იდგა ცრემლმორეული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად, ჯვართან და უფლის ტკივილს იზიარებდაუფალმა მას უდიდესი პატივი არგუნა - ჩააბარა თავისი საყვარელი დედა, მანაც ჯვარცმის შემდეგ შინ - სიონში წაიყვანა და არ განშორებია არასდროს წმინდა ქალწულს.მოციქულთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა, სიკვდილის წინ, ღრმა მოხუცებულობაში, როდესაც სიარული აღარ შეეძლო, თავისი მოწაფეები საკაცით დაატარებნენ და იოანე ყველას მხოლოდ უფლის სიყვარულზე უქადაგებდა.მისი დაწერილი სახარება ყველაზე სრულყოფილად გადმოგვცემს უფლის ცხოვრებას, უფლის სიდიადეს, მის ღვთაებრიობასსიკვდილის წინ მოწაფეებს ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს. რამდენიმე დღის შემდეგ როდესაც გათხარეს მისი საფლავი, იქ აღარ იყო მისი სხეული, არამედ დედაღვთისმშობლის მსგავსად ხორცით აღვიდა ზეცაში.უფალმა მოგვმადლოს სიყვარული იოანე მოციქულისა, უფალმა მოგვმადლოს სიბრძნე და ერთგულება იოანე მახარებლისა.„წმინდაო იოანე - სიყვარულის მოწაფე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის''როგორც ბრძანებს წმინდა ანდრია, „ნეტარ არს, რომელი არა იპოვოს მბრძოლ ღმრთისა მათ დღეთა შინა, არამედ დაიმარხოს სარწმუნოება იესუ ქრისტესი".წმინდა იოანე მახარებელი გეწეოდეთ, უფლისმიერ სიყვარულს დაევანოს ჩვენს გულებში! ამინ!

 ლეგენდა 7 მაისის წვიმაზე ტიფლისში

1715073020

„შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო...“- რატომ ელოდებოდნენ ქალიშვილები 7 მაისს „ბედნიერების წვიმას“

7 მაისის წვიმას ქართველები, ტრადიციულად, „ბედნიერების წვიმას“ ეძახდნენ. ჩვენ წინაპრებს სჯეროდათ – თუ ამ დღის წვიმით დასველდებოდნენ, ბედნიერები იქნებოდნენ.დღეს 7 მაისია! ამ დღეს თბილისში, თითქმის ყოველთვის წვიმს - არც წლევანდელი წელი დარჩა გამონაკლისი.თბილისური ტრადიციის მიხედვით, 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა, ეს ავის მომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა. არავინ იცის, კონკრეტულად საიდან იღებს სათავეს აღნიშნული ტრადიცია და რატომ აირჩია ქალაქის მოსახლეობამ მაინცდამაინც 7 მაისი.ბევრი ლეგენდა გვსმენია ტიფლისის შესახებ, მაგრამ ეს უჩვეულო და საინტერესო ამბავია. ბევრ ახალგაზრდას ბებია-ბაბუებისგან სმენია ამ ამბის შესახებ. ძველად ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო:ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. საინტერესოა რატომ? პასუხი ძალიან საინტერესო და უცნაურია:7 მაისს ტიფლისში აუცილებლად იწვიმებს! ალბათ იკითხავთ ეს ხომ წვიმაა, უბრალოდ წვიმა. არა მეგობრებო, ეს სულ სხვაა წვიმაა! წვიმა რომელსაც თავის ისტორია აქვს და რომელმაც დროს გაუძლო. არსებობდა ასეთი რწმენა, ტრადიცია, რომ 7 მაისს საღამოს უნდა მოსულიყო ბედნიერების წვიმა! ქალიშვილების წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშრო. ასეთ საინტერესო ისტორიას ავრცელებს „ტფილისის ჰამქარი“: ეს ის დღეა, როცა ტექსტი და ისტორია მეორდება!ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ.არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ. ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!”.გარდა იმისა, რომ ჩვენი წინაპრები შვიდი მაისის წვიმას ბედნიერებას უკავშირებდა, მას ასევე სამკურნალო თვისებასაც მიაწერდნენ. თვლიდნენ, რომ თუ ამ დღეს, წვიმის წყლით თავს დაიბანდნენ, თმა გაიზრდებოდა და გაჯანსაღდებოდა.7 მაისის წყალი, სხეულის მოსავლელად მიღებულ ხალხურ ჰიგიენურ საშუალებათა შორის, ერთ-ერთი უძველესია წვიმის წყალი.ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, წვიმის წყალი, როგორც დასაბანად, ასევე გასარეცხად გამოიყენებოდა. რიგ შემთხვევაში, მას უპირატესობას ანიჭებდნენ, სხვა წყალთან შედარებით.მაგ. „გურიაში თავის დასაბანად ჭის წყალს არ ხმარობდნენ, მეტადრე დიხაშხოს ჭისას, ვინაიდან ასეთი წყალს შაბი ახლავს, კანს და თმას ავნებს. ამიტომ თავის დასაბანად ხმარობენ მდინარის, საცივის ან წყაროს წყალს, ვინაიდან მასში არ არის, არავითარი უხეში ქიმიური ნივთიერება.წყალს, ფართო გამოყენება ჰქონდა მთელ საქართველოში. განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც წყლის ნაკლებობა იყო.უძველეს ქართულ სამედიცინო წიგნში „უსწორო კარაბადინი“ ( XI ს.) აღნიშნულია წვიმის წყლის დადებითი თვისებები:წყალი წვიმისა სხვის წყლისაგან უფრო რბილია და ნედლი. ანალოგიური მოსაზრება მოცემულია ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ნაშრომში (XVI სს).ვახტანგ მეექვსე კი, წვიმის წყალს - „ტანის გასათეთრებელ წყალს“ უწოდებს,რადგანაც იგი შედის მალამოს შემადგენლობაში.წვიმის წყალს სასმელადაც იყენებდნენ. მაგალითად, გარეჯის უდაბნოში. ეს ადგილობრივი კლიმატური პირობებით იყო გამოწვეული. ხალხის რწმენით წვიმის სახელზე გამორჩეული დღეც არსებობდა - შვიდი მაისი, რაც ხალხურ ლექსებშიც არის ასახული:„შვიდ მაისი წვიმაო, თმა კოჭებამდინაო.შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო.შვიდ-შვიდი ნაწნავი თმა თავზე დამეფინაო...“შვიდ მაისს სცოდნიათ ახალმოკრეფილი ყველანაირი ბალახებითა და მცენარეთა ფოთლებით შეზავებული და გამთბარი წყლის გამოყენება, როგორც თმის, ასევე სხეულის დასაბანად.ამ დღე შვიდი სახის ბალახ-ყვავილის მოგროვებაც სცოდნიათ. ასეთი სახის ნამზადი წვიმის წყალი გამოიყენებოდა ქალური და რევმატული დაავადების სამკურნალოდ.არ არის ცნობილი ყველა ის მცენარე თუ ბალახი, მაგრამ რიგ შემთხვევაში დასტურდება კაკლის ფოთლების გამოყენება, ასევე ჟოლოს ფოთლის საფენი, ყელის ტკივილის, ყბაყურის და ყივანახველის სამკურნალოდ.ჯანმრთელობისათვის ღოლოს და ბალბის მხალიც სამკურნალო ყოფილა.მთხრობელები აღნიშნავენ, რომ „შვიდმაისის წყალში ბალღსაც გავბანდით, ჯანი მოემატებაო, თუ ავადმყოფი გვყავდა, ისიც უნდა დაგვებანა, აუცილებლივ მორჩებოდა“.

მაცხოვარი

1714923240

„მაცხოვრის ჯვარცმის ფრესკისთვის თვალი დანით ამოუჩიჩქნია და ამისთვის იტანჯებოდა“… – მარტვილის მონასტერში მომხდარი ისტორია

გთავაზობთ ისტორიას, რომელიც დეკანოზი სერაფიმე დანელიას, მარტვილის ტაძარში მედავითნედ მსახურობისას გადახდა თავს:„მაცხოვრის ჯვარცმის ფრესკის ეს ფრაგმენტი, მარტვილის მონასტრის ჩრდილოეთ სამხროშია გამოსახული და ყურადღებას იპყრობს, მაცხოვრის სახეზე დაფენილი ნათელი სიმშვიდით…წლების წინ, როცა მარტვილის ტაძარში მედავითნედ ვმსახურობდი, ამ ფრესკასთან დაკავშირებით მოძღვარი მოგვიყვა ამბავს, რამაც უფრო დაგვაახლოვა მასთან და შეგვაყვარა იგი.90-იან წლებში, ტაძარში მსახურების ამოქმედების დროისთვის, ამ ფრესკაზე მაცხოვარს მარცხენა თვალი ამოჩიჩქნილი ჰქონდა, – ეტყობა ვიღაცას გულმოდგინედ და მიზანმიმართულად ეზრუნა მის დამახინჯებაზე.მოძღვარი, თუმცა კი წუხდა ამის გამო, ისტორიულ ფრესკაზე ხელის შევლებას მაინც ერიდებოდა. დრო გადიოდა, ხოლო ჯვარცმული ფრესკა, ძველებურად რჩებოდა ადამიანთა უმადურობისა და უგუნურების ნათელ მაგალითად.ერთხელაც, ტაძარში შემოსული მოძღვარი, ჯვარცმის წინ დამხობილ და მოტირალ ქალბატონს წააწყდა. როდესაც მოძღვარი ქალს გამოელაპარაკა, აღმოჩნდა, რომ იგი რუსეთიდან იმისთვის ჩამოსულიყო, რათა მოენახულებინა მარტვილის მონასტერი და შეხვედროდა მის მღვდელმსახურს.იგი ცრემლებით მოჰყვა თავისი გარდაცვლილი მეუღლის ამბავს – წლების წინ, თვალის ავადმყოფობით დაავადებულა.ყოველნაირ მკურნალობას, უშედეგოდ ჩაუვლია. ბოლოს, იძულებული გამხდარან თვალი ამოეღოთ, მაგრამ ვერც ამას უშველია და გარდაცვლილა.გარდაცვალების წინ, ავადმყოფს ცოლისთვის გაუმხელია, რომ ახალგაზრდობაში, თავის სამშობლოში, მარტვილის ეკლესიაში მაცხოვრის ხატისათვის თვალი დანით ამოუჩიჩქნია და ახლა ამისთვის იტანჯებოდა.ქალი ტირილით მოთქვამდა, ჩემს ქმარს არ ახსოვდა და თურმე სწორედ, იმ მარცხენა თვალით ყოფილა დაავადებული, რომელიც ფრესკაზე დაუზიანებიაო…გულშემუსვრილმა ქალბატონმა, შენდობა ითხოვა მეუღლის გამო და ფრესკის აღსადგენად საჭირო თანხა შემოსწირა ტაძარს.მოძღვარმა კი მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მიცვალებულის სახელზე და დღევანდელ დღემდე იხესენიებს მას და ამ საკვირველ ამბავს“… – იხსენებდა დეკანოზი დანელია.

გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

1714136243

„სასწრაფოდ! ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია“ - 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

რამდენიმე თვის წინ, გიორგი ბერიშვილმა სიმსივნე დაამარცხა, თუმცა აქვს გართულებები. აწუხებს ჰაერის უკმარისობა და ჟანგბადზე დამოკიდებულია. პატარა რაჭველ ბიჭუნას, საზოგადოების დახმარება სჭირდება.დახმარების მსურველებს, თანხა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთ:თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108ლიბერთი #GE11LB0711192526466000მიმღები: ემზარი ბარამიძესაქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635მიმღები: მარიამ ვაჩეიშვილისაზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ ფეიფალით: https://www.paypal.me/emzarbaramidze1968საკონტაქტო ნომერი: 598417413. @გამორჩეულ@გამორჩეულებში დამატებაოჯახის ინფორმაციით, ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია. მან გადაიტანა კოვიდი, რამაც დაუტოვა გართულებები. მოზარდს, ჰაერის უკმარისობა აქვს და არის ჟანგბადდამოკიდებული. მედიკამენტებისთვის საჭირო თანხა არ აქვთ, ამიტომ დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.გიორგის მამა, „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ პატარა ძალიან ცუდად არის და გამოკვლევებზე, თურქეთში გადაყვანას აპირებენ. შეგახსენებთ რომ გიორგი ბერიშვილმა, რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მან გადაიტანა კოვიდიც და გამოჯანმრთელდა, თუმცა დაუტოვა გართულებები. აქვს ჰაერის უკმარისობა და არის ჟანგბად დამოკიდებულიაოჯახს იმედი აქვს, რომ პატარას სრულ გამოჯანმრთელებამდე, საზოგადოება მხარში დაუდგება. საზოგადოების მხარში დგომის დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108ლიბერთი #GE11LB0711192526466000მიმღები: ემზარი ბარამიძესაქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635მიმღები: მარიამ ვაჩეიშვილისაზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ ფეიფალით: https://www.paypal.me/emzarbaramidze1968საკონტაქტო ნომერი: 598417413. @გამორჩეულ@გამორჩეულებში დამატებაგთხოვთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ, გაზიარებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც შეგეძლებათ გადააზიარეთ, ყველას მივაწვდინოთ ხმა პატარა გიოსთვის!

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში

1713973053

„საფლავის შიგნით შევდივარ, წყვდიადში გზას ვიკვლევ... სადაც იესოს ცხედარი ესვენა, მუხლს ვიყრი უფლის შიშით და...“- პატრიარქი დიოდორე I წმინდა ცეცხლის გარდამოსვლაზე   

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, მართლმადიდებელთა რწმენით, უდიდესი საიდუმლოა, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.წმინდა ცეცხლი, რომელიც იერუსალიმში მაცხოვრის ტაძრის კუვუკლიიდან გამოაქვთ, სიმბოლურად გამოსახავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“-  იესო ქრისტეს აღდგომას.გადმოცემის თანახმად, ზეციური ცეცხლის რიტუალი, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, III საუკუნიდან სრულდება.წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. მათ შორის, მომლოცველები საქართველოდანაც.მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან,  წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე მესამეს გამოაქვს. იერუსალიმის პატრიარქი დიოდორე I (1923-2000) ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ:„როდესაც ცეცხლი ქრება (საუბარია უწინ ანთებულ კანდლებზე), მე ვიხრები და საფლავის შიგნით შევდივარ. იქიდან წყვდიადში გზას ვიკვლევ ქვაბულის შიგნით შესასვლელში, იქ, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. მუხლს ვიყრი უფლის შიშით და...წარმოვთქვამ გარკვეულ ლოცვებს, რომლებმაც ასწლეულების გავლენით მოაღწია ჩვენამდე, და ველოდები. ზოგჯერ ლოდინი რამდენიმე წუთია საჭირო, თუმცა ჩვეულებრივ, სასწაული აღსრულდება ხოლმე ლოცვების დასრულებისთანავე.ქვის წიაღიდან, რაზედაც ქრისტეს ცხედარი ესვენა, მოედინება შეუდარებელი ნათელი. როგორც წესი, მას ცისფერი დაჰკრავს, თუმცა შეიძლება, ფერი იცვალოს და განსხვავებული შეფერილობები შეიძინოს.ამ მოვლენის აღწერა შეუძლებელია. შუქი ქვიდან ჩნდება, რომელიც ტბას ემსგავსება. საფლავის ქვას თითქოს ნოტიო ღრუბელი ფარავს, თუმცა ეს შუქია. ყოველ წელს ის განსხვავებულად გვევლინება. ზოგჯერ მთელ კუვუკლიას ანათებს ისე, რომ გარეთ მყოფი ადამიანებიც კი, თუ მათ საშუალება აქვთ შემოიხედონ, ამჩნევენ, რომ შიგნითა სივრცე შუქით ივსება.ეს ცეცხლი არ წვავს. მას სხვა ბუნება აქვს, არა ფიზიკური, არა ისეთი, როგორიც კანდელშია. გარკვეულ ალაგს ის მაღლა იზიდება და სვეტს ქმნის, ამ ალს სხვა ბუნება აქვს, ასე რომ, მე შემიძლია, მოვუკიდო ჩემს სანთლებს.ვიღებ და გამოვდივარ, თავდაპირველად ცეცხლს სომეხთა პატრიარქს გადავცემ, შემდეგ კოპტს. ბოლოს მე ვურიგებ ცეცხლს ტაძარში მყოფთ...ჩვენს ეკლესიებში ჩვენ ვაწყდებით მრავალ სასწაულს, სასწაული ჩვენთვის არ არის რაიმე უცნაური... თუმცა ვერც ერთი სასწაული თავისი სიმბოლურობითა და ძალით ვერ შეედრება წმინდა ცეცხლის სასწაულს.ეს სასწაული - ღვთაებრივი საიდუმლოა. ის ქრისტეს აღდგომას იმდენად აცოცხლებს ჩვენთვის, რომ თითქოს სულ რამდენიმე წლის წინ აღსრულდა ეს ყოველივე.მე იერუსალიმში 1939 წლიდან ვცხოვრობ, ქალაქში 15 წლის ასაკში ჩამოვედი, მას შემდეგ ვესწრები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ღვთისმსახურებას, სასწაულის მოწმე 61-ჯერ ვიყავი. ჩემთვის არ არსებობს შეკითხვა, მწამს თუ არა სასწაულის უტყუარობა...“

გია ფერაძე

1713546544

„...ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები,“- „არასერიოზული კაცის“ სულის შემძვრელი ტრაგედია

1948 წლის 19 აპრილს თეატრისა და კინოს ქართველ მსახიობ და პოეტ გია ფერაძეს, 76 წელი შეუსრულდებოდა. 40 -მდე ფილმი და 29 -მდე სპექტაკლი - დიდი თუ პატარა როლი, მისი ნიჭის და მსახიობური ოსტატობის ნათელი დასტურია.  განსაკუთრებით გამორჩეულია „განგაში”, „მოიტაცეს თამარ ქალი” და „არასერიოზული კაცი”...გიას ცხოვრება ორად შეიძლება დავყოთ – პირველი, დაუსრულებელი ზეიმი, სიხარული, მეგობრები, სიყვარული, გასტროლები, დროსტარება.მეორე – 1985 წლიდან გარდაცვალებამდე: პატიმრობა, გადასახლება, ჯოჯოხეთად ქცეული არსებობა... ეს იყო, გიას ნათამაშები ბოლო როლი.გია ფერაძემ 1970 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, მათ შორის, კინოსტუდია „ლენფილმში”, ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ (ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ), კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მეუღლე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის შვილი, ირინა მიქატაძე მოკლა.დიდი მსახიობობიდან - დიდ პატიმრობამდე ნაბიჯი, გადადგმული იყო! 37 წლის გია ფერაძე დააპატიმრეს... მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გიამ ორი წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა, 5 წელი კი, ციმბირში და იაკუტსკში.მკვლელობის ბრალდებით სასჯელს ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან, ორიოდე წელში გარდაიცვალა.გია ფერაძეს და მის მეუღლე ირინა მიქატაძეს, დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც მკვლელობის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ამ ტრაგედიის მოხდენისთანავე, ირინას მშობლებმა ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ, შვილად აიყვანეს და გაზარდეს.მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას, თუმცა ბევრი ამბობდა, რომ მსახიობს, უზომოდ უყვარდა მეუღლე და სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა.ტრაგედიამ, რომელმაც 23 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა, მთლიანად გაანადგურა გია ფერაძის ცხოვრებაც…~19 მარტი, მისი დასასრულის დასაწყისად იქცა. იმ მომენტისთვის მათი შვილი მარიკუნა 11 თვის იყო.რამდენიმე ხნის წინ, მსახიობი ნანული სარაჯიშვილი, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ გია ფერაძის მეუღლის გარდაცვალების ტრაგიკულ დღეს იხსენებს."იმ დღეს თეატრში რომ მივედი, „მეფე ლირის“ რეპეტიცია იყო. გია მასხარას როლს თამაშობდა. ამ ამბის შემდეგ ჯანრი ლოლაშვილმა ითამაშა. რომ მივედი, ხალხი რეპეტიციაზე არ იყო.ვიკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს, „საშინელება მოხდა, გიას ცოლი მოუკლავთ, ქურდები შესულანო“. მახსოვს, მურმან ჯინორიასთან ერთად წავედი.ჩვენთვის, ყველასთვის მოულოდნელი იყო. რასაკვირველია, ეს იყო შემთხვევითი ამბავი. იარაღი გაუვარდა. ეს სათამაშო კალამი იყო, ფერად-ფერადი.ერთხელ, ჩემთან წყნეთში, მაღალ ბალახებში დაუვარდა, არ მინდოდა რომ წაეღო და გამიხარდა. გია რომ გადიოდა, მეგობარმა მიაძახა, ვიპოვეო.ეს ერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა აჩუქა. ვინაობის თქმა, არც მას სურდა. ამის შემდეგ, მას აღარაფერი უნდოდა. ჩაიკეტა, როგორც „ბომჟი“ ისე დადიოდა.სხვათა შორის, არ ველოდით ამას, მისი ხასიათისა და ქცევიდან გამომდინარე. ამბობდა, თავი ვერ მოვიკალიო, ბოლოს გამოვიდა, რომ მოიკლა.ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა, მისი დაცვა ბევრჯერ დამჭირდა“, - ამბობს ნანული სარაჯიშვილი.მსახიობი სამაგალითოდ დაისაჯა, 12 წელი ციხე და 5 წელი გასახლება - მთელი პატიმრობის განმავლობაში, ის ლექსებს და დღიურებს წერდა. მისი უკანასკნელი ლექსია - „დასასრული”:„ალვისაგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარი,ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან.ცხოვრება კი შევიცან რაც არის და ვინც არის,მაგრამ რაღა დროსია… კომედია დასრულდა!რეჟისორი თვით ვიყავ, ასე მსურდა ფინალი,მსგავსად ჰეროსტრატესი, მეც ხომ დავწვი ტაძარი…ხომ გახსოვართ ქეიფში, ფეხბურთში მორკინალი?ხოდა ფაფუ, გათავდა! ფერფლი ვარ და ნაცარი!ორი დღეც და შემამკობს, ალბათ შავი არშია,შავით შეიმოსება ჩემი მწირი სახლობათქვენი გია ფერაძე, თქვენთან ბარი-ბარშია.ეს სიკვდილი მან თვითონ ძალით მოიახლოვა.ბევრთან შევცდი… სხვა “ბევრი” ჩემთან არის “ჩაჭრილი”ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები.თქვენთვის დამილოცნია ეს მარტი და აპრილი,კიდევ ორი-სამი დღეც და უთუოდ მოვკვდები.სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი და ხუმრობა,ბედნიერი ვიყავი მუდამ თქვენთან მყოფელი.ასე მწარედ დასრულდა ჩემი თქვენთან სტუმრობა,ასე ცრემლით აივსო ჩემი წუთისოფელი.რა კარგი ხარ თბილისო, მენანები ძალიან…ციხეში გნატრულობდი და ამ ნატვრით ვთბებოდი.მაგრამ ჩემთვის თბილისო, ვიცი აღარ გცალია…ერთ დროს როგორ გკოცნიდი, როგორ გეხუტებოდი.მორჩა ლექსი, თვითონაც სანთელივით მივქრები…სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია…ისევ შენკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები,კომედია დასრულდა?… დასრულდა ტრაგედია!“ - (გია ფერაძის ლექსებიდან) მსახიობ გია ფერაძის ცხოვრება, უდიდესი ტკივილით იყო სავსე. მან თავის შვილებს, გამოსათხოვარი წერილი მიუძღვნა:გია ფერაძე - „შვილებს“„ჩემო ლამაზო შვილებო, ისმინეთ ბოლო სათქმელითუმც ვერ გიბოძეთ ვერც ლუკმა, ვერც სანთელი და საკმელითქვენთვის იღება ამ სულის ადრე დახშული სარკმელითქვენს ხსენებაზე სისხლი სჩქეფს ვერ იტევს გულის სარქველი.ჭლექმა რწმენა და ძალისგან სულ ერთიანად დამცალადამაუძლურა, დამგვემა, მთვრალივით დამაბანცალა.თქვენთან ალერსი, შვილებო, წამითაც აღარ მაცალა.კიდევ ბევრ რამეს შექმნიდი, მაგრამ საწუთრომ დამძალამე მოვკალ ჩემი ცხოვრება, შევსვი შხამი და სამსალა.საგინებელად ვიქეცი, არავინ არ შემიცოდავინ რა სასჯელი მომიზღო, მაგინა, რა არ მიწოდა,ჩემი სული და სხეული სულ ერთიანად იწვოდარამდენმა ზურგი მაქცია, ხელიც არ გამომიწოდა.თუ დავიძინე, სიზმარში ისევ ციხეში ვბრუნდები,რომ უბენლიედ შევცოდე, ამის მტკიცებას ვუნდები.თავზე მეხვევა ჯალათთა და სისხლისმსმელთა გუნდებინაცემი პირქვე ვაგდივარ, ხელ-ფეხზე რკინის ხუნდებით.ბიძინა, ჩემო ვაჟკაცო, მამაჩემის გაქვს სახელი,ტკივილმა სულში იძინა, შენთან სათქმელს ვერ ვამხელდი.რუსეთში ძმა გყავს პატარა, თბილისში დები ცხადია,ასე მოხდა, რომ სულ ყველა სხვადასხვა გზებით დადიან,შენ შეანივთე ეს გზები, შენს მამას ასე სწადია.ვკვდები და თითქოს ვღრიალებ, სოფო, ბიძინა, მარიკათქვენთან მინდოდა, დინებამ სულეთის მხარეს გამრიყა.სიცოცხლეს მაინც მივსდიე, მხოლოდ თქვენს გამო, შვილებო,სხვადასხვა დედის, ოჯახის და ლუკმით გამოზრდილებო,ვაი, რა საყვარლებო და, ვაი, რარიგად ტკბილებო,ცოტა ხანს თუკი ვიცოცხლებ, თქვენს ლოცვით ვიცოდვილებო.ათასჯერ ვიტყვი შენს სახელს, სულ ნაბოლარა გიაოსადღაც რუსეთში იზრდები, მე შენი ნახვა მშიაო.თქვენ გაიხარეთ, ჩემს გზაზე მხოლოდ ეკლები ყრიაო,თქვენს სავალ გზაზე ხთრობდეს ვარდი, ენძელა, იაო,ჩემი შავბნელი სიცოცხლე რა ძნელად სათქმელიაო,ღრმა უკუნეთმა წამიღო, მზის სხივი დამელიაო.ვიცი ერთ დღესაც ყველანი მხარს დაუმშვენებთ ილოსა,ის არვის არ ათქმევინებს ჩემზე ცუდს, სათაკილოსა,ის გეტყვით სათქმელს საჩემოს, მამაშვილურს და ტკბილოსა,,თუ კაცი უფალს უყვარდეს, ძმად ილო გაუჩინოსა.ქუჩაში მხვდება ნაცნობი და ვერ მცნობს ჩემი იერით,ვის ნაკაცარი ვგონივარ, ვის მაწანწალა, მშიერი,გამქრალა თქვენი ფერაძე, დაუღლელი და ძლიერი,თბილისს ქუჩებში ეთრევა, ვიღაცა ჩემ მაგიერი.ვერა, ვერავინ, ვერავინ, ჩემებრ ვერ გეტყვის ჩემი ხარ,ჩემი ოცნების ლურჯ ზღვაში აფრით მავალი გემი ხარ,შენა ხარ ჩემი ვარძია, ჩემი ოშკი და გრემი ხარ,ჩემი მეორედ მოსვლისას კვლავ უბრად ამირჩევიხარ.ძმებო, ვინც ჩემზე ამაგი დაუყვედრებლად გაწიეთგეკუთვნით ჩემი სასახლე გამოიტანეთ, აწიეთ.მერე ეს ხალხი საჩემო, ჭირის სუფრასთან აწვიეთ,შესანდობარი ქართულად მომიძღვენ-შემომაწიეთ.ას წელზე მეტ ხანს იცოცხლეთ, ადრე ნუ დაიქანცებითდა დარჩით როგორც მახსოვხართ, ჩემი ვერელი ანცები,კახური ღვინის ზარხოშით გილაპლაპებდეთ ღაწვები,მერე კი ჩემთან რომ მოხვალთ, დაგხვდებით სავსე ყანწებით.მე საქართველო მიყვარდა და იმასაც ვერ ვეფერე,თუმცა ფერაძე ვიყავი ეკლესიური გვარისა,მის ყველა ქუჩას, ხეივანს გულზე ყვავილად ვეფარე,მთაწმინდით გულანთებული, გაგრილებული მტკვარითა.იხარეთ, ჩემო შვილებო, ქარგეთ სამშობლოს ველები,მის სალოცავად მე ახლაც ცისკენ აღვმართე ხელები,მთელი სიცოცხლე ვიყავი ამ ტრფობით განახელები,სწორედ ეგ არის, რასაც მე ვკვდები და ვეღარ ველევი.სოფო, ბიძინა, მარიკა და გია ერთხელ ნახულო,მინდა ეს ცოდვის ზამთარი სულ თქვენთან გავიზაფხულო,ჩემო სულო და სხეულო, სუნთქვავ და თვალის ფახულო,უზღვავო თვალ-მარგალიტო უფლისთვის გადანახულო.შრომით ყველაფერს მიაღწევთ, შორს თქვენგან უქმი ჩივილი,სულ მე წამეღოს იმქვეყნად თქვენი სულ მცირე ტკივილი,თბილისის ქუჩებს ამკობდეს თქვენს შვილთა ჟივილ-ხივილი.რა არის კაცის სიცოცხლე, მხოლოდ ნაცარი, მტვერია,შვილი თუ გრჩება მიმავალს, ის მართლა ბედნიერია,ცხოვრება მაინც კარგია, ტურფა და მშვენიერია,ასე დასრულდა ბოლოთქმაც, როგორც ერთ წიგნში წერია:უფალო, ცოდვიანისგან ერთხელ ისმინე აჯაო,ჩემს შვილთა დასალოცავად ერთხელ აღაპყარ მაჯაო,ციხეში ნაგვემ-ნაწამებს სიცოცხლე დამეხარჯაო,სამარადჟამო კარცერი მიწაში მიმესაჯაო.ბოლოს სულ, ბოლოს, სულ ბოლოსგეტყვით, რომ გენაცვალებით,ბოლოს, სულ ბოლოს, სულ ბოლოსიტყვა ამომაქვს წვალებით.მივდივარ, თქვენი მიმყვება გადაუხდელი ვალები,ო, როგორ მინდა რომ ახლა ამოგიკოცნოთ თვალები.”შეგახსენებთ, რომ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი, მარიკუნა მიქატაძე 2023 წლის 14 ივლისს, 39 წლის ასაკში, საბერძნეთში გარდაიცვალა.მარიკუნა საქართველოში ჩამოასვენეს და დედის გვერდით,, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 

 ხატი -„დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი”

1712765057

საგანგებო განცხადება, რომელსაც ხატის „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” მცველები ავრცელებენ

 „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის„დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” - მცველები საგანგებო განცხადებას, სოციალურ ქსელში ავრცელებენ:საგანგებო განცხადება:ამ რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ 7 აპრილს, იერუსალიმის ჯვარის მონასტრიდან გაქრა უმნიშვნელოვანესი სიწმინდე წმინდა მიწისა, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის“ სასწაულმოქმედი ხატის ასლი.ხატი „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის“ ასლი შეიქმნა ჩვენი და ქართველი ხალხის მიერ, იერუსალიმის ჯვარის მონასტერში ქართველთა კუთხის შესაქმნელად, რომელზედაც კურთხევა 2015 წელს მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კლავდიოსმა მოგვცა.2016 წელს ასლი უკვე დაბრძანდა მისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, შოთა რუსთაველის ფრესკის წინ. მას შემდეგ ძალიან ბევრი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, ხატი გაიძარცვა და იქნა დარბეული. პირველად დაიკარგა ფილიგრანული ტექნიკით შესრულებული ვერცხლის კანდელი, შემდგომ საქტიტორო წარწერა, დაზიანდა კიოტი. მიუხედავად ზემოხსენებული ვანდალური ფაქტებისა და კიდევ სხვა გარემოებებისა, რომელზედაც ახლა არ ვისაუბრებთ, ხატი „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის“ ასლი იქცა იერუსალიმის მნიშვნელოვან სიწმინდედ.არაერთი საკვირველმოქმედება უკავშირდება მის სახელს და ხატიც შემკული გახლდათ მადლიერი მომლოცველების მიერ შეწირული ძვირფასეულობით. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მიწა ქრიტიანეთათვის მნიშვნელოვან სიწმინდეს წარმოადგენს, ქართულმა ხატმა სიწმინდეთა შორის დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი.დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი ტაძარში აღარ არის. პირველივე წუთებიდან გვქონდა კომუნიკაცია როგორც იერუსალიმის ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელთან, ისე ჩვენს იქაურ მეგობრებთან და მხარდამჭერებთან, რომლებიც ამ წუთამდე ცდილობენ ხატის ადგილმდებარეობის დადგენას.ერთერთი ვერსიით ხატმა უკვე დატოვა მონასტერი, თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა. ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე. გუშინ ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, რომ საქმის კურსშია საქართველოს საკონსულოც, საქართველოს მთავრობა და საკითხით უკვე დაკავებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia. ამ ეტაპზე არცერთ ზემოხსენებულს უშუალოდ ჩვენთვის კითხვით არ მოუმართავს.განვმარტავთ უმთავრეს საკითხს.იერუსალიმის ჯვარის მონასტერში დაბრძანებული ხატი არ წარმოადგენს არც მონასტრის საჩუქარს და არც შესაწირს. 2015 წელს დასახულ იქნა კონკრეტული მიზანი, რომელიც წამოვიდა იერუსალიმის ეკლესიის მხრიდან და ეს მიზანი იყო ქართველთა კუთხის შექმნა, სადაც დაბრძანდებოდა საქვეყნოდ განდიდებული საკვირველმოქმედი ხატის „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის“ პირველი ასლი. ასლი შეიქმნა სწორედაც რომ ქართველთა კუთხის შესაქმნელად და ახლა ეს პირობა არის დარღვეული და ხატი გამქრალი. დიახ გამქრალია იმიტომ, რომ არავინ შეგვხმიანებია ჩვენ რაიმე გადაადგილებაზე და ვერც ინფორმაციის მოპოვება ხდება ხატის ადგილსამყოფელის შესახებ.სწორედ ამ წუთებში იერუსალიმიდან გვაცნობეს, რომ საქართველოს ელჩი გუშინ შეხვდა კიდეც იერუსალიმის პატრიარქს.ვითარება არის რთული. ბრძოლა სიწმინდესთან გრძელდებოდა წლების მანძილზე, ამაზე ვისაუბრებთ ცალკე წერილში, მაგრამ ახლა სიწმინდე არის გამქრალი და ეს გარემოება სიტუაციას ძალიან ართულებს. ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია იერუსალიმის საპატრიარქოსთან, მათ იციან ზემოხსენებული საკითხის მნიშვნელობა, იციან რომ ქართველი ხალხი ძალიან ღელავს და ეს არის უხეში ქრისტიანული ნაბიჯი, არადიპლომატიური სვლა და ვითარების დაძაბვა ქრისტიანეთა შორის. მაშინ როდესაც უნდა იყოს დიდი ერთობა, ეს ნაბიჯი ხდება დიდი განხეთქილების საფულძველი, თუმცა როგორც ყოველთვის დღესაც გაიმარჯვებს ქართველი ერი!ჩვენ ოფიციალურად შევეხმიანებით კიდევ ერთხელ ყველა იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნულ ინციდენტზე და თუ უახლოეს დღეებში სიწმინდე არ გამოჩნდა და არ დაუბრუნდა თავის პირვანდელ ადგილს, როგორც ქართველთა კუთხისა და სიწმინდის შემქმნელები მივმართავთ ინტერპოლს და დაიწყება საგამოძიებო პროცესი. სამწუხაროდ 2016 წელს საქართველოს ეკლესიამ ოფიციალურად დაადასტურა უარი ქართველთა კუთხის შექმნაში მიეღო მონაწილეობა, ეს უარი ოფიციალურად დააფიქსირეს ტელეკომპანია იმედის ეთერშიც და განაცხადეს, რომ ქართველთა კუთხის შექმნა, ეს უდიდესი ეროვნული საქმე იყო კერძო ინიციატივა.მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადების შემდეგ პატრიარქმა გზაც დაგვილოცა, ეკლესიის პოზიცია იყო ქართულ საქმეზე უარის თქმა, შესაბამისად დღეს სწორედ ჩვენ გამოვხატავთ როგორც ჩვენი ისე იმ ქართველი ხალხის ინტერესს, რომლებმაც 2016 წელს ქართველთა კუთხე შექმნეს იერუსალიმის ჯვარის მონასტერში. დღეს ჩვენ შეფასებებს არ გავაკეთებთ მოვლენების, თუმცა მომდევნო განცხადებებში უამისობაც არ იქნება და დეტალურად გავყვებით მოვლენებს 2016 წლიდან დღემდე.ახლა ქართველმა ხალხმა სიწმინდე უნდა დაიბრუნოს და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დროულად იქნას ნაპოვნი და დაუბრუნდეს ქართველებს.მცველნი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა „დედოფალისა - სიხარულის მომნიჭებელისა“ გიორგი და ზურაბი.შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი", გამობრძანებული იქნება ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლება, წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12 საათიდან 17 საათამდე.