წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770836556
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ოკუპირებული გალის რაიონიდან, ბაჩო ბულისკირია დაიღუპა.
სამწუხარო ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ თანამებრძოლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
ბაჩო ბულისკირია მოხალისეთა დანაყოფში ირიცხებოდა. ქართველი მებრძოლი მანამდეც იყო დაჭრილი, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ისევ ბრძოლის ველზე დაბრუნდა.
