ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გამოტანა
1770839330
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, შეხვდეს ვლადიმირ პუტინს ევროპაში ან ამერიკაში, მაგრამ არა რუსეთსა და ბელარუსში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა უკრაინული დელეგაციის ჩასვლა მოსკოვში.
„რამდენჯერმე საჯაროდ მოვისმინე, როგორ გვეპატიჟებოდა რუსული მხარე - მართალია, მეჩვენება, რომ ისინი პირადად მე მეპატიჟებოდნენ. მე ამაზე რეაგირება მოვახდინე. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენ თავს რუსეთი დაგვესხა. სწორედ ისინი არიან აგრესორები. მე არ ჩავალ პუტინთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში - იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც ამ ომში აგრესორს წარმოადგენს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.