ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრის, დავით რატიანის შვილები ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდნენ.
„დღეს უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრის, დავით რატიანის შვილები - მარიამი, ლუკა და რატი, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიით დავაჯილდოეთ. სტიპენდია გადაეცა მეოთხე შვილს - ანასაც, რომელიც სვანეთში ჰყოფნის გამო, ვერ დაესწრო ღონისძიებას,“ - წერს გიორგი კეკელიძე.
ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090