უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა MAARIF-ის სკოლებში

არტ

საქართველოში არსებული საერთაშორისო საგანმანათლებლო სკოლები, „მაარიფის სკოლები“  (Gürcistan Uluslararası Maarif Okulları), რომლებმაც საგანმანათლებლო საქმიანობა 2017 წლიდან დაიწყეს, 2022 წლის 3 სექტემბერს, შაბათს  აწყობენ სასტიპენდიო გამოცდას. აღნიშნულ გამოცდაზე მონაწილეობის მიღება მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10  და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ, რისთვისაც მათ https://magis.turkiyemaarif.org/ -ზე უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.  გამოცდაზე წარმატებულ სტუდენტებს 100%-იანი, 75%-იანი და 50%-იანი  სტიპენდია გადაეცემათ, რომელიც სწავლის დასრულებამდე იქნება ძალაში. გარდა ამისა, 10%-იანი ფასდაკლება ექნებათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც გამოცდაში  მიიღეს მონაწილეობა  და  მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 45 ქულა დააგროვეს.

 

სკოლაში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს თავის საგანმანათლებლო საქმიანობას, მოსწავლეებს უტარდებათ ქართულის, თურქულის, ინგლისურის, რუსულისა და გერმანული ენების გაკვეთილები. ამავდროულად, მოსწავლეებისთვის  სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, ტარდება კლუბური აქტივობები მეცნიერების, ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის სფეროებში, რომლებიც მოსწავლეებს პროფესიის დაუფლებისა და ლიდერული უნარების გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია ისიც, რომ დაწყებით საფეხურზე პირველი კლასიდან ბავშვებს რობოტიკის გაკვეთილებიც უტარდებათ.

 

მოსწავლეებს, რომლებიც აღნიშნულ საერთაშორისო საგანმანათლებლო სკოლებს (Gürcistan Uluslararası Maarif Okulları) ამთავრებენ, შეუძლიათ  სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთ  და სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პარალელურად, თურქეთის უნივერსიტეტშიც მიეცეთ სტიპენდიებით სწავლის შესაძლებლობა.