„თუ ოდესმე ვინმე საქართველოში ჩამოხვალთ, აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ...“ - რას წერს დუაით ჰოვარდი სოციალურ ქსელში

ფოტო

NBA-ის ვარსკვლავი, დუაით ჰოვარდი, საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელში აზიარებს და წერს:

„თუ ოდესმე ვინმე საქართველოში ჩამოხვალთ, აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ ერთი საშიში სასმლის შესახებ, რომელსაც „ჭაჭა“ ჰქვია!

ეს სასმელი გაიძულებთ, იცეკვოთ, იმღეროთ და მთელი ღამე არ დაიძინოთ! რამდენიც არ უნდა დაიმალოთ, ჭაჭა მაინც გიპოვით. საქართველოში კი ერთ ჭიქაზე უარის თქმა უზრდელობად ითვლება!

მაიკლ გურ, რატომ გამაცანი ეს სასმელი?!

მიყვარს ეს ადგილი! საუკეთესო ღვინის სამშობლო და საშიში ჭაჭის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად აგაცეკვებთ!“

 

✕