„თუ ბავშვს დიდი გლანდები აქვს, აუცილებლად საჭიროებს ოპერაციას?“ – რას გვირჩევს ინგა მამუჩიშვილი

გლანდები

ექიმი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის სასარგებლო რჩევას გვიზიარებს: „მშობლები ხშირად მეკითხებიან:

თუ ბავშვს დიდი ტონზილები აქვს აუცილებლად საჭიროებს ოპერაციას??? პასუხი შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ - ყოველთვის არა.

განმარტებას გავაკეთებ -ტონზილები და ადენოიდები ბავშვის იმუნური სისტემის ნაწილია. პატარა ასაკში მათი გადიდება ხშირად ნორმალური რეაქციაა მიკრობებზე.მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა ოპერაცია ნამდვილად საჭიროა. თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით ოპერაცია რეკომენდებულია, თუ: ბავშვს აქვს ძილის აპნოე -ხვრინვა და სუნთქვის პაუზები ძილში ანამნეზში ხშირი და მძიმედ მიმდინარე ანგინები ტონზილები იწვევს სუნთქვის ან ყლაპვის შეფერხებას ადენოიდები იწვევს ცხვირის დახშობას ან ხშირ ოტიტებს!!! ასევე ისმინება შუილი გულზე,ბავშვს აღენიშნება ართრალგია-ოსსალგიები….

მშობლები ხშირად მეკითხებიან: ადენოიდები ამოვკვეთეთ და ისევ გაიზარდა,რატომ?. ეს ხდება იმიტომ, რომ ბავშვებში ლიმფოიდური ქსოვილი ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს და ზოგჯერ დარჩენილი ქსოვილი ისევ ჰიპერტროფირდება. ადენოიდები ყველაზე დიდია დაახლოებით 3-7 წლის ასაკში, ხოლო შემდეგ იწყება მათი ფიზიოლოგიური ინვოლუცია (შემცირება) მოზარდობის პერიოდში. ამიტომ ზოგჯერ მსუბუქ შემთხვევებში დაკვირვება და დროის ფაქტორი ნამდვილად მუშაობს. თუ ოპერაციის ჩვენება მკაფიოა,ასაკი ოპერაციის გადადების მიზეზი არ უნდა გახდეს!!! -განსაკუთრებით ძილის აპნოეს დროს. პედიატრიაში ასაკი ხშირად მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის ბავშვის სიმპტომები და ზოგადი მდგომარეობა განსაზღვრავს.ჯანმრთელობა და მშვიდი სუნთქვა ჩვენს პატარებს“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.