წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1774553839
ფილმის „სიყვარული ყველას უნდა“-ს პერსონაჟი "ელიზბარაანთ გივია", იგივე სიმონ ბერიკაშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
არსებული ინფორმაციით, სიმონ ბერიკაშვილი, ერთი წელია, რაც პოლონეთში, შვილთან ერთად ცხოვრობდა და მუშაობდა. მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ვარშავის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცნობისთვის, ბერიკაშვილი წარმოშობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგიდან არის. ის კინოში პირველად რეჟისორ პავლე ჩარკვიანის ქართულ ფილმში - „როცა დედები შინ არ არიან“ 6 წლის ასაკში გამოჩნდა.
11 წლის კი, გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ელიზბარაანთ გივიას როლი შეასრულა. ამ ფილმის შემდეგ, მას მსახიობის კარიერა აღარ გაუგრძელებია.
ბერიკაშვილმა პოლიციის აკადემია დაამთავრა და 18 წლის განმავლობაში სამართალდამცავ სისტემაში იმსახურა.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.