შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. ჩვენ ველოდით, როგორ გამოვლინდება ეს და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატად, - განაცხადა მეუფე შიომ.
ამ თემაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით შესრულებული პარაკლისის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, ეს საოცარი ერთიანობა დიდ სულიერ ძალასა და ნუგეშს აძლევს ერს ამ ურთულესი დღეების გადასატანად.
„ეს გამოვლენილი ერთიანობა და სიყვარული გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, დიდ ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, რომ ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა და წინაპრებმა მოიტანეს და მათ შორის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა - ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა.
თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენ და შეგვაძლებინებს, როგორც ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალიის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ქვეყნის გამთლიანებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა მეუფე შიომ.