წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1774553839
დღის ბოლოს დედაქალაქში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რომელიც ხვალ მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება,- ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
„დღის ბოლოდან დედაქალაქში და შემოგარენში მოსალოდნელია ქარი, დროგამოშვებით ძლიერი, 17-22 მეტრი წამში, რომელიც გაგრძელება ხვალ დღის ბოლომდე. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი ზომიერი ქარი 10-15 მეტრი წამში.
უქმეებზე შედარებით უნალექო ამინდი იქნება. 28 მარტს ტემპერატურა მოიმატებს და 29 მარტს, დედაქალაქში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 23გრადუსს მიაღწევს“,- აცხადებს დოდო გვაზავა.