წყალი მთელი დღით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

WKALI

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას  მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

,,22 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ხუდადოვის ქ. N173-ის მიმდებარედ, რეზერვუარში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 22 სექტემბერს 10:00 საათიდან 22/09 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ჩუღურეთის რაიონში: ხუდადოვის ქ. N 173 და მახათას მთაზე სამხედრო ნაწილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.