წყალი 14 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, კრწანისის რაიონში, გორგასლის ქ. N93-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას 22:00 საათიდან 21 მაისის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გორგასლის N 30-48 (ლუწებს), N 81-115 (კენტებს), გორგასლის მე-3 ჩიხს; გიორგი გურამიშვილის N 8-12 და შალვა დავითაშვილის ქუჩებს.