„სულ ამბობდა, მე რომ მოვკვდები, მიტირებ?...“ - თაკო მთიულიშვილი ტრაგიკულ დღეს იხსენებს

თაკო მთიულიშვილი

14 თებერვალი თაკო მთიულიშვილისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. მაშინ, როცა შეყვარებულისგან ზარს და მილოცვას ელოდა, სამწუხარო ამბავი გაიგო. შეყვარებული მოულოდნელად გარდაიცვალა. ტრაგიკულ დღეს „პრაიმშოუში“ იხსენებს.

„13 თებერვლის ღამე იყო, 14 უნდა დამდგარიყო, ორივე ვმეცადინეობდით, გამოცდები გვქონდა. გეგმაში გვქონდა, რომ გამოცდის მერე სადმე გავისეირნებდით... 12 საათი რომ გახდა, ველოდებოდი, როდის მომწერდა, მომილოცავდა და არ ჩანდა... მერე მწერს ჩვენი საერთო მეგობარი... რაღაც მომწერა და მე ვუპასუხე - რატომ მგონია, რომ რაღაც ცუდი უნდა მითხრა მეთქი. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ეს მეთქვა... მერე უკვე ტელეფონზე იყო ზარი... თავიდან ანევრიზმის დიაგნოზი არ იყო დასმული, გვეგონა უბრალოდ დაეცა და ისე გარდაიცვალა. მერე გაირკვა...

დიმა არ იყო მხოლოდ შეყვარებული. ის იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომლისთვის შემეძლო მეთქვა ყველაფერი...“,  - ამბობს თაკო მთიულიშვილი „პრაიმშოუში“.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: