წუპაკა და სალომე კაპანაძე დაშორდნენ - ყოფილ წყვილის ამბავმა გამომწერები აალაპარაკა

სალომე კაპანაძე

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წუპაკა და სალომე კაპანაძე დაშორდნენ. „პრაიმ ჰაუსის“ პირველი მონაწილისა და კახი მახარაძის დაშორებამ გამომწერებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

სალომე პირველი „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო, რომელიც სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯერ კიდევ  პროექტში შესვლის პირველივე დღეს კახი მახარაძე ამბობდა, რომ სალომეს გარეშე მისთვის ჯოჯოხეთი იყო“...

სწორედ პროექტში ყოფნის დროს სთხოვა ხელი კახიმ სალომეს

როგორც ჩანს, ყველაზე პოპულარულს წყვილს შორის დიდი კონფლიქტი წარმოიშვა. თავად სალომე ამჟამად თურქეთში ისვენებს, გამომწერების ნაწილი ფიქრობს, რომ წუპაკა სალომეს თურქეთში წასვლამ გააღიზიანა.

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია კახი მახარაძის ინსტაგრამ სთორებმა, სადაც ის სალომეს მისამართით შეურაცხმყოფელ ფრაზებს წერს. გარდა ამისა, ამბობენ, რომ წყვილს შორის დავა სასამართლომდე მიდის.

ფაქტის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ კახი მახარაძეს დაუკავშირდა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში თქვა, წყვილი დიდი ხანია დაშორდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ნათელი ალბათ უახლოეს მომავალში მოეფინება.