რა გეგმები აქვს სალომეს და წუპაკას ნიშნობის შემდეგ - რას ამბობს კახი მახარაძე „პრაიმთაიმთან“

სალომე წუპაკა

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე სალი კაპანაძეს ხელი სთხოვეს. მისი რჩეული იუთუბერი, კახი მახარაძე, იგივე წუპაკაა. წყვილს რეალითი შოუს ერთგული მაყურებელი უკვე კარგად იცნობს.

როდის მიიღო  ეს გადაწყვეტილება და როგორია წყვილის სამომავლო გეგმა - ამაზე კახი „პრაიმთაიმს“ ესაუბრა.

კახი მახარაძე: რა თქმა უნდა, ეს გეგმაში მქონდა. გაწერილი იყო. სალი „პრაიმ ჰაუსში“ რომ არ ყოფილიყო, ჩვენ საზღვარგარეთ ვაპირებდით წასვლას და იქ მინდოდა ხელი მეთხოვა. ჩვენ ერთად ყოფნის 1 წელი შეგვისრულდა, პირველად 7 ივნისს ავუხსენით ერთმანეთს სიყვარული. ეს დღე ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, შესაბამისად მინდოდა, რომ სამახსოვროდ დაგვრჩენოდა და ახალი ცხოვრებისკენ კიდევ ერთი, დიდი ნაბიჯი გადაგვედგა.

- როგორი რეაქცია გაქვს გამოხმაურებაზე, ამბობენ, რომ პოპულარობის გამო გააკეთე

- ამ ბიჭს პოპულარობა არ აკლია. კახი იუთუბერია, თითქმის, 100 000 გამომწერი ჰყავს, ამიტომ არანაირი პოპულარობა არ მჭირდება. მაქვს ის, რაც მაკმაყოფილებს. ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მინდოდა, რომ 7 ივნისი ჩვენს ცხოვრებაში ოქროს ასოებით ჩაწერილიყო. მინდოდა სალის ეს დღე ყველაზე განსხვავებულად დამახსოვრებოდა.

ცუდი კომენტარების წერით თავს ტყუილად იღლიან. კარმაზე თუ სმენიათ, რა პოზიტივსაც გასცემ, იგივე დაგიბრუნდება, ასეა ნეგატივზეც. ამიტომ არ მაინტერესებს ნეგატიური, ცინიკური, შეურაცმხყოფელი კომენტარები. ეს მათ სინდისზე იყოს.

- სალის როგორი რეაქცია ჰქონდა?

- შოკირებული, გაოგნებული იყო.. არ ელოდა.

- როგორია გეგმები, როდის იქნება ქორწილი?

- ქორწილს რაც შეეხება, სალის გადასწყვეტია. გვინდოდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით გვემოგზაურა. სალი „პრაიმ ჰაუსიდან“ რომ გამოვა, ვიმოგზაურებთ და შემდეგ დავგეგმავთ ქორწილსაც. ჯერჯერობით, სალი რჩება „პრაიმ ჰაუსში“ და განაგრძობს ბრძოლას პირველობისთვის.