ზოდიაქოს 1 ნიშანს, 2026 წლის მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება
1773262231
რამაზ ნოზაძის და ხატია სიჭინავას ოჯახმა ცოტა ხნის წინ დიდი დანაკლისი განიცადა. რამაზის მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ, სპორტსმენმა "პრაიმ ტაიმს" უამბო.
- ცოტა ხნის წინ ძალიან დიდი ადამიანი, მამა გამომეცალა ხელიდან. მან მაზიარა დიდ სპორტს, რომლითაც ჩემს ერს ვუყვარვარ. სულ ვცდილობ არ დავაზიანო ჩემი ოჯახი და ჩემი საქართველო. მე და მამას განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა გვქონდა. ამ დანაკარგს რაღაცნაირად ვუმკლავდებით.
- რითი გარდაიცვალა მამა, ავადმყოფობდა?
- არაფერი არ სჭირდა, არ უჩიოდა ჯანმრთელობას. ფილტვის ანევრიზმით გარდაიცვალა, იმ მომენტში დედასთან ერთად იყო, წამებში მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა ისე გარდაიცვალა. დედა ძალიან ძლიერი ადამიანია, ჩვენც მის გვერდით ვართ და ვცდილობთ ეს ტკივილი ღირსეულად გადავიტანოთ.