ზოდიაქოს 1 ნიშანს, 2026 წლის მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება

ზოდიაქოს ნიშნები

 2026 წლის მარტი ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშნისთვის მართლაც საბედისწერო და გარდამტეხი პერიოდი გახდება. უფრო კონკრეტულად, თვის მთავარი ფავორიტი თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები იქნებიან. სწორედ მათ უმზადებენ ვარსკვლავები მნიშვნელოვან საჩუქრებს, რომლებიც ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს - სიყვარულისა და ოჯახიდან დაწყებული, კარიერითა და შორეული მოგზაურობებით დასრულებული.

აქ საქმე უბრალოდ იღბალს არ ეხება - გადამწყვეტ როლს ძლიერი პლანეტარული კონფიგურაცია ასრულებს, რომელიც მოქმედებას მარტის პირველივე დღეებიდან დაიწყებს. მოვლენები 3 მარტს მთვარის დაბნელებით იწყება, რომელიც თხის რქის ჰოროსკოპის მეცხრე სახლში მოხდება. 

ეს სახლი დაკავშირებულია მსოფლმხედველობის გაფართოებასთან, განათლებასთან, მოგზაურობასთან და უცხო ქვეყნებთან. თუ თებერვლის მზის დაბნელება მხოლოდ პროცესების დაწყებას უწყობდა ხელს, 3 მარტის მთვარის დაბნელება უკვე შედეგების გამოკვეთასა და გარკვეული ეტაპების დასრულებას უზრუნველყოფს. თხის რქებს უცხოელებთან დაკავშირებულ საკითხებში - ვიზებთან, საზღვარგარეთის პასპორტებთან, მუდმივ საცხოვრებელ ნებართვასთან ან მოქალაქეობასთან მიმართებით დიდი წარმატება ელოდებათ. შესაძლებელია მიიღონ პასუხი უცხოელი დამსაქმებლისგან ან საზღვარგარეთ მცხოვრები კლიენტისგან, მოგვარდეს სხვა ქვეყანაში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ან საბოლოოდ ჩამოყალიბდეს საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება...ვრცლად