1773233930
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - სასამართლოს ჩვენებას მისცა გამომძიებელმა, რომელმაც საქმის დეტალებზე ისაუბრა
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენებას მისცა გამომძიებელმა, რომელმაც საქმის დეტალებზე ისაუბრა. დღეს განიხილეს ძმების - გიორგი და დავით მიქაძეების, ასევე გიორგი ჯოხაძის ეპიზოდი. მათ პროკურატურა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
საქმეზე უკვე მსჯავრდებულია გელა უძილაური, მკვლელობის შემკვეთად კი დასახელებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.
"[ჩვენებას მისცა] გამომძიებელმა, რომელსაც უშუალოდ დათვალიერებული აქვს კონკრეტულად ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ინფორმაცია მამუკა ბაღდავაძის საცხოვრებელ სახლში. ამავდროულად, დღეს ჩვენ დავასრულეთ წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევა. დღეის მდგომარეობით, უნდა ვიმსჯელოთ იმ გარემოებაზე, მოწმის ჩვენებაზე, იმ მტკიცებულებაზე, რომელიც გამოკვლეულია," - აცხადებს პროკურორი, ლევან ვეფხვაძე.
კახეთში 8 თვის ორსული გარდაიცვალა
1773219700











